ზაფხულის ცხელი და მხიარული დღეების აღნიშვნა Apple-მა მომხმარებლისთვის მაცდური კამპანიის შეთავაზებით გადაწყვიტა. Sunshine Everywhere – ასე ჰქვია ბრენდის ახალ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ზაფხულის ამსახველი, iPhone-ით გადაღებული ლამაზი სურათების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება შეუძლიათ. საუკეთესო ფოტოები ქუჩებში განთავსებულ დიდ ბანერებზე თავსდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამშვენებს მათ. გარდა იმისა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ერთგული მომხმარებლის წახალისებაა, ის ასევე არაჩვეულებრივად უსვამს ხაზს გადაღების მაღალ ხარისხს, განსაკუთრებით კი ის ფოტოები, რომლებიც წყალში თუ მის ქვეშ არის გადაღებული.



















