ესეც ნანატრი ზაფხულის პირველი დღე და არაჩვეულებრივი სარეკლამო ვიდეორგოლი Coca-Cola-სგან. უკვე თითქმის წარმოუდგენელიც კია, წლის ამ მხურვალე და განსაკუთრებული პერიოდის დაწყება ბრენდის ჩვეული, ეფექტური რგოლის გარეშე. მზე, ზღვა, პლაჟი, ლამაზი სერფერი გოგონა, საყვარელი ბარმენი ბიჭი და რა თქმა უნდა, ყინულივით ცივი, ორი ბოთლი Coca-Cola, სწორედ ასე იწყება თავბრუდამხვევი საზაფხულო სასიყვარულო ისტორიები. თუ ეს ვიდეორგოლი დაუვიწყარი ზაფხულის მხოლოდ დასაწყისია, წარმოიდგინეთ, რა იქნება შემდეგ.














