in ,

როგორ განხორციელდა „ზაფხულის გული“ – Watergunz „გალერია თბილისისთვის“

„გალერია თბილისის“ 1 თვიანი გათამაშება, „ზაფხულის გული“ დასრულდა და ცნობილი გახდა 3 გამარჯვებულიც, რომლებმაც პირველებმა შეძლეს „ზაფხულის გულის“ შემადგენელი ასონიშნების შეგროვება-აწყობა და ეგზოტიკური თავგადასავლის მთავარ გმირებად გახდომა ბალის, მალდივისა თუ ტაილანდის ტროპიკულ კუნძულებზე:

კამპანიაზე, სავაჭრო ცენტრისთვის, რომელიც 18 ივლისს დაიწყო, სარეკლამო სააგენტო Watergunz-მა იმუშავა და როგორც ავტორებმა, გათამაშების საწყის ეტაპზე, მარკეტერთან საუბრისას აღნიშნეს, პროექტი მიზნად ისახავდა მომხმარებლებში ბრენდის მიმართ სწორი აღქმის ჩამოყალიბებას, მოლის, როგორც მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრისა და ყოველდღიური დანიშნულების ადგილად პოზიციონირების გამყარებას, ასევე, ბრენდის მიმართ მათი ლოიალობის გაზრდას.

მიაღწიეს, თუ არა დასახულ მიზანს და როგორია „ზაფხულის გულის“ შედეგები? – მარკეტერის შეკითხვებს კამპანიის აღმასრულებელმა კრეატიულმა დირექტორმა, თოი რუამ და გალერია თბილისის ბრენდ მენეჯერმა, სალომე კვირკველიძემ უპასუხეს:

კამპანიის მთავარი ამოცანა და მიზანი იყო, რომ გალერია თბილისი მომხმარებლის აღქმაში გამხდარიყო ზაფხულის ყოველდღიური დანიშნულების ადგილი, რომელშიც შეგიძლია მრავალფეროვანი მომსახურებისა თუ პროდუქციის შეძენა. კამპანიის წამყვანი ვიზუალური მხარეც ზუსტად ამას მოერგო. თუ გალერია თბილისი იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად: კვება, შოპინგი, გართობა და სერვისები, შესაბამისად, ინსტალაციებიც, რომლებიც კამპანიის ფუძე იყო, დაიყო ოთხ კატეგორიად. შემდეგ კი, გადაითარგმნა გათამაშებაში, რომელიც მოლის ჩვეულებრივ ვიზიტებს უფრო საინტერესოსა და ამაღელვებელს ხდიდა. ეს ერთგვარი პატარა თავგადასავალი იყო, რომლითაც უფრო მეტ თავგადასავლებს ხსნიდი, – კამპანიის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი თოი რუა.

თოი რუა: „მთავარი გამოწვევა მაინც ვფიქრობთ, რომ იყო ზაფხულის შენარჩუნება. ვგულისხმობ იმას, რომ ზაფხულის ცხელი სეზონის გასვლამდე ცოტა დრო რჩებოდა, შესაბამისად, ცოტა დრო გვრჩებოდა ჩვენც, თუმცა პრობლემა ბევრ საათიანი მუშაობისა და ბევრი ადამიანის ჩართულობის შედეგად, მოგვარდა“.

M: რამდენად მართებული აღმოჩნდა „ზაფხულის გულის“ კამპანია მომხმარებელთა ლოიალურობის გაზრდის პროცესში? სწორად მივიდა, თუ არა აუდიტორიამდე თქვენი გზავნილი და როგორია მათი უკუკავშირი?
გალერია თბილისის ბრენდ მენეჯერი სალომე კვირკველიძე: კამპანია მომხმარებელთა ჩართვის კუთხით საკმაოდ აქტიური იყო. თუ გავითვალისწინებთ ზაფხულის შედარებით მშვიდ პერიოდს, შედეგები კარგია. „ზაფხულის გულის“ მიზანი, ბრენდს ეზრუნა მის მომხმარებელთა საზაფხულო განწყობაზე, ვფიქრობ, რომ მიღწეულია. ჩვენ, როგორც მთავარი, ასევე მომენტალური პრიზების მიღების საშუალება მივეცით მათ.

აქედან გამომდინარე, მომხმარებელთა კმაყოფილება მიმდინარეობისას ნამდვილად იგრძნობოდა. მათი გამოხმაურება თუ შეფასება, კარგი და ცუდიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ სამომავლოდ.

კამპანიის პერიოდში სავაჭრო ცენტრში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, რასაც აქ არსებული, ეგრეთ წოდებული, “foot counter-ების“ საშუალებით ვითვლით და ვადარებთ მონაცემებს. კამპანიამ მაღაზიების რეალიზაციაზეც იმოქმედა და შესაბამისად, ხელი შეუწყო მის გაზრდას. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც დაგვაახლოვებს მომხმარებლებთან და დაეხმარება ბრენდს, პოზიტიურად დაიმკვიდროს მათ ცნობიერებაში ადგილი, – „გალერია თბილისის“ ბრენდ მენეჯერი, სალომე კვირკველიძე.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად შეირჩა მომხმარებლებთან საკომუნიკაციო არხები,  ინსტალაციების განთავსების ადგილები?
კამპანიის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, თოი რუა: ვფიქრობთ, რომ შერჩეული საკომუნიკაციო არხები ბევრი საშუალებიდან არჩეული ყველაზე ზუსტი ვარიანტები იყო. რა თქმა უნდა, ყოველთვის შესაძლებელია უფრო მასობრივად ხმაური, ბევრი არხის მოცვა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამიზნე აუდიტორიამდე სათქმელი ეფექტურად იქნა მიტანილი. ხოლო, რაც შეეხება ინსტალაციებს, შეირჩა ისეთი ხალხმრავალი ადგილები, სადაც შესაძლებელია ფოტოს თავისუფლად გადაღება და ინსტალაციის დეტალების დათვალიერება.

თუმცა, იყო გამონაკლისი ჭავჭავაძეზე არსებული გართობის კატეგორიის ინსტალაცია, რომელიც უფრო ტრანსპორტით მოსიარულე ადამიანებისთვის დაიდგა, თანაც ეს ინსტალაცია ზომით ყველაზე დიდი იყო, შესაბამისად, მისი დეტალები ტრანსპორტიდანაც მარტივი შესამჩნევი იყო.

M: რა იქნება „გალერია თბილისის“ შემდეგი ნაბიჯი?
„გალერია თბილისის“ ბრენდ მენეჯერი, სალომე კვირკველიძე: „გალერია თბილისი“, სამომავლოდ, ბევრ მცირე თუ მასშტაბურ აქტივობას გეგმავს. საინტერესო პერიოდი იწყება, საკომუნიკაციო თემებით დახუნძლული. შემოდგომის პერიოდში ვგეგმავთ ღონისძიების ტიპის აქტივობებს, მაგრამ საახალწლოდ, „ქალაქის გული“ მასშტაბური სახით გამოჩნდება.

როგორ გადაარჩინა პორნომ და კრიპტოვალუტამ სამყარო განადგურებისგან? – Pornhub-ის და PumaPay-ის ვიდეორგოლი

კითხვები, რომლებზე პასუხსაც თანამედროვე ტექნოლოგიებისგან ვერ მიიღებთ! – Ad Council-ის ვიდეორგოლი