in

რუსული აგრესიით განპირობებული რესტაილინგი Zaha Construction-ში

კომპანია Zaha Construction-მა ლოგოტიპი შეცვალა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამის მიზეზი სიმბოლო „Z-ის” ბოროტად გამოყენება გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ცნობილია, რომ უკრაინაში შეჭრის პარალელურად რუსეთის სამხედრო ძალები იყენებენ „Z” სიმბოლოს აგრესიის წასახალისებლად.  როგორც კომპანიაში აცხადებენ, რესტაილინგი ბრენდის არსის კიდევ უფრო ძლიერად მიტანის შესაძლებლობასაც იძლევა აუდიტორიისთვის.

„ჩვენი კომპანიის ფილოსოფია, დაფუძნებულია ადამიანურ ფასეულობებზე, ღირსებაზე, ჰუმანურობასა და ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის ეს ფასეულობები არაა პროპრიტეტული, რაც არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც მკვეთრად ჩანს უკვე 2 საუკუნეა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ აგრესიის, ადამიანების სიცოცხლის განადგურებისა და ყველა ამ საკითხთან აფელირებული თემატიკის, გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა ჩვენი ლოგოტიპირება და მისი ელფერი, რომელიც არის მშვიდობის, განვითარების, მშენებლობის საფუძვლებზე შექმნილი ლოგოტიპი და ვისურვებთ, რომ ჩვენს ცვლილებასთან ერთად უკრაინაშიც დაისადგუროს სიმშვიდემ და გაიმარჯვოს სიკეთემ“, –  ამბობს Zaha Construction-ის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ლორთქიფანიძე.

Zaha Construction არის York Holding Group-ში შემავალი კომპანია, რომელიც 2016 წელს დაარსდა და სამშენებლო პროექტებს არა მხოლოდ ჰოლდინგის დაკვეთით ასრულებს. Zaha-ს პორტფელშია მულტიფუნქციური კომპლექსი ტაბახმელაში, სახელწოდებით – York Town. ასევე: Lisi View, რომელიც აერთიანებს ვილებსა და აპარტამენტებს ლისის ტბის მიმდებარედ; Bazaleti Resort, რომელიც გულისხმობს სრულიად ახალი საკურორტო ზონის განაშენიანებას ბაზალეთის ტბის მიმდებარედ; Bianca Batumi-ს საბოლოო ფაზას და ბრენდ York Towers-ის სხვა პროექტები.

როგორც York Holding Group-ის მარკეტინგის დირექტორი, ოთარ ქირია ამბობს, ლოგოტიპის სტრატეგიას საფუძვლად მშენებლობის სემანტიკა დაედო.

„არ ვგულისხმობთ მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით მშენებლობას. ლოგოტიპში სიმბოლოები იზრდება, რაც განვითარებაზე მიანიშნებს. წყობა კი გარკვეულწილად ქალაქის კონტურულ პეიზაჟსაც ასახავს. Zaha-ს ლოგოტიპში ყველაზე ძლიერი სწორედ „კონტურის“ სტანდარტია, თუმცა „წონისა“ და „კონტრასტის“ მოთხოვნებსაც მტკიცედ ვპასუხობთ. ვინაიდან ნეიმინგის სტრატეგიაც დაფუძნებულია განმარტებით სტრუქტურაზე (Descriptive), მთავარი ვიზუალური ინდენტიფიკატორიც სწორედ აბსოლუტური ზღურბლის უსწრაფესად გადალახვისთვის შეირჩა. რესტაილინგზე ინჰაუს ვიმუშავეთ და ვიზუალი York Holding Group-ის გუნდის წევრს მიხეილ კანკიას ეკუთვნის“, – ამბობს ოთარ ქირია.

„ბრენდის ვიზუალური ცნობადობისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა ტექსტზე დაფუძნებული ლოგო ZAHA CONSTRUCTION. ეს ორი მიზეზის გამო გავაკეთეთ: ერთი, რომ შეუძლებელია მისი არევა სხვა კომპანიის ლოგიტიპში, რადგან იგი შეიძლება პირდაპირ მიუთითებდეს კომპანიის დასახელებასა და მის საქმიანობას, როგორც ჩვენს შემთხვევაში და მეორე – საქმიანობის მარტივი აღქმისთვის. გამოყენებული გვაქვს სახლის სახურავის ელემენტები, რომელსაც იმეორებს  A და H სიმბოლოები, რაც მშენებლობის პროცესს გადმოსცემს“, – ამბობს მიხეილ კანკია.

ორიოდე კვირის წინ York Holding Group-მა გაასაჯაროვა კორპორაციული პროფაილის მასალები, რომელიც ცნობილ მხატვართან, ზურაბ გომელაურთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. Zaha Construction-ისთვის, როგორც ჰოლდინგში შემავალი დამოუკიდებელი კომპანიისთვის, ატრიბუტიკა უნიკალური დიზაინებით შეიქმნა.

კრედიტები:

ვიზუალი: მიხეილ კანკია

სტრატეგია: ოთარ ქირია, ამრ ალაბვაზი

დირექტორი: მარიამ ლორთქიფანიძე

[პარტნიორის კონტენტი]

სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას ორი მუსიკალური გიგანტი, BILLBOARD და Deezer შეუერთდა

Oumph-ის ბურგერებს ადამიანის ხორცის გემო აქვს