in

Zaha Hadid Architects-მა ვისკის სკულპტურული ბოთლი შექმნა

მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტურულმა ფირმა Zaha Hadid Architects-მა თავისი შემოქმედებითი ძალა ვისკის ბოთლისკენ მიმართა. ნაცვლად მიწიდან ამოზიდული ნაგებობის აშენებისა, მაგიდაზე დასადებად განკუთვნილი ხელოვნების ნიმუში შექმნა… ეს არის ალაოს ვისკ Dalmore-ის ბოთლი, რომლის ვიზუალის შთაგონებაც სასმლის დამზადების პროცესიდან წამოვიდა. სკულპტურული ნამუშევარი მოძრაობასა და ტრანსფორმაციას ასახავს, რაც მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

BOG
BOG

The Glass Foundry-ს დახმარებით შექმნილი ბოთლი 500 საათის განმავლობაში მუშავდებოდა, 4 თვე კი ღუმელში იყო, რათა კომპლექსური ფორმა სრულყოფილ მდგომარეობამდე მისულიყო. ქარვისფერი შუშის ფენები სიმბოლურად ვისკის დაძველების პროცესს შეესაბამება — მართალია, თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ იდეის განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ The Glass Foundry-მ გამოწვევა საკუთარ თავზე აიღო.

გარდა მისი მხატვრული ღირებულებისა, The Dalmore Luminary No.2 Rare edition, 49 წლის ალაოს ვისკი, ხაზს უსვამს დროის მნიშვნელობას პრემიუმ ვისკის წარმოებაში.

ChatGPT პრემიუმ გამომწერებს GPT-4 Turbo-ს სთავაზობს

„ყველა ცხოველი იმსახურებს კეთილ მოპყრობას“ — RSPCA-ს რებრენდინგი