in

რა კავშირშია საუკუნოვანი ჰესი თქვენს შვებულებასთან

წელიწადში რამდენჯერ გადიხართ თბილისიდან? დაკვირვებულხართ, რომელი ადგილის გავლის შემდეგ ამბობთ, რომ „თბილისში შემოხვედით“? ან რომელია ის შენობა, რომლის დანახვისთანავე ხვდებით, რომ ქალაქიდან გასულს წინ საინტერესო თავგადასავალი და მოგზაურობა გელით ან ნანატრი შვებულების ათვლის წერტილია?

ეს ზაჰესია, იგივე ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური. 30-იან წლებში გამეფებული კონსტრუქტივიზმის სტილში ნაშენები არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც ამ სტილისთვის დამახასიათებელი მასობრივი თაღები ამშვენებს, არქიტექტორ კ. ლეონტიევის მიერაა აშენებული.

https://www.facebook.com/energoprogeorgia/videos/174352003892030/

კავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 1924 წელს დაიწყო და 1927 წელს პირველად შევიდა ექსპლუატაციაში. მუშაობდა 4 ფრენსისის ტიპის აგრეგატი, რომლებიც 36.8 მეგავატის ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

თითქმის საუკუნოვანი ჰესი დღეს პრაქტიკულად საქართველოს ელექტროსისტემის მუზეუმად მიიჩნევა. აქ დაცულია უნიკალური მასალები, მათ შორის, ხელსაწყოებიც კი, რომლებიც შვედეთიდანაა ჩამოტანილი. დღეს ისინი სპეციალურ სტენდზეა განთავსებული.

2009 წლიდან დაიწყო თითქმის საუკუნოვანი ჰესის ეტაპობრივი რეაბილიტაცია. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ზაჰესი თანამედროვე ტიპის დანადგარებით უზრუნველყო. მასშტაბური და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია დღემდე მიმდინარეობს.

32 სპეციალისტის ხელით მოტანილი ენერგია კი დღესაც მთელ საქართველოზე ნაწილდება.

[პარტნიორის კონტენტი]

Benefits-მა ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი „ჩემი ბენეფიტი“ წარადგინა

ისთ ფოინთის გათამაშება დაიწო, მოემზადე ბერძნული არდადეგებისთვის!