22
May
2017

ზაქარია მესროპოვი – #პირველისამსახური

22 May 2017

პირველი სამსახური 2005 წელს დავიწყე, კომპანია „ვაპმერ ჯორჯიაში“, სადაც სამგანზომილებიან პროგრამაში, კერძოდ 3Ds Max-ში, ფოტომასალის მიხედვით ვაწყობდით შენობებს. ძალიან საინტერესო იყო, – ხან ინდოეთში აღმოჩნდებოდი, ხან ლონდონში, ეცნობოდი არიტექტურას, ხედავდი ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყნებში, რაც შედარების შესაძლებლობას გაძლევდა. 15 წლის ასაკისთვის, შემეცნებითი და გასართობი სამუშაო იყო. სამუშაოს დასაწყებად ერთთვიანი ტრენინგის გავლა იყო  საჭირო, სადაც პროგრამებს გვასწავლიდნენ. სწავლაში 3D და Photoshop შედიოდა, რაც იმ ეტაპისთვის უკვე ვიცოდი და პირველივე ტრენინგზე ავაწყე ის შენობა, რომელზეც სრული კურსის განმავლობაში უნდა გვემუშავა. ამან განაპირობა, რომ შესარჩევი ტური, სადაც მენტორებს უნდა აერჩიათ თავისი ახალი თანამშრომელი, ჩემთვის კვირის ბოლოსვე დადგა. საკმაოდ დიდი კომპანია იყო (ან არის, შეიძლება ჯერ კიდევ ფუნქციონირებს), ორ ცვლად ვმუშაობდით, თითო ცვლა კი, დაახლოებით, 300 კაციანი იყო).

დაბრკოლება, როგორც ასეთი, არ მქონია, უფრო რთული პერიოდი, რაც სხვა სამსახურში მოხდა, კერძოდ კი 2008 წელს შემცირებაში მოვყევი. თითქოს დიდი არაფერი, უბრალოდ, დაბადების დღეს დაემთხვა, 19-ის ვხდებოდი და სულ სხვა მოლოდინი იყო მაგ დღეს. ახლა ვხვდები, რომ პირიქით, ჩემზე დადებითად იმოქმედა ამ ფაქტორმა,  ფრილანსით დავკავდი, ბევრად მეტი დრო მქონდა სწავლისთვის და სწორედ მაგ დროს მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია CG არტისტიდან გრაფიკულ დიზაინერამდე. მოკლედ ის, რაც უარყოფითი მეგონა წარსულში, აწმყოში მთავარ პლიუსად მიმაჩნია.

ბოლო 7 წლის მანძილზე, სააგენტო Windfor’s-ის გრაფიკული დიზაინერი ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი დიზაინ სტუდია გამეხსნა. ამჟამად, ვარ არტ-დირექტორი/გრაფიკული დიზაინერი, MORE™ Studio-ს თანადამფუძნებელი.

განხილვა