in

არ არსებობს ვაქცინა ძალადობის წინააღმდეგ!

“ყოველ 5 წუთში თითო ბავშვი ძალადობის გამო იღუპება. არ არსებობს ვაქცინა ძალადობის წინააღმდეგ. არსებობს მხოლოდ შენ და ძალადობა.” ასეთი “გამოსაფხიზლებელი” სლოგანით  UNICEF-მა კიდევ ერთი სოციალური კამპანია წამოიწყო.

სოციალური კამპანია საქველმოქმედო კამპანაისთან ერთად გააქტიურდა, რომელიც ძალადობის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ეხმარება.

“ძალადობის ვაქცინა” – პატარა ბიჭის ისტორიაზეა, რომლის სახეც ცემისგანაა დალურჯებული. ის აფთიაქში შედის და ხედავს, რომ ძალადობის, ომის და მკვლელობის საწინააღმდეგო წამლები არსებობს. სამწუხაროდ ეს მხოლოდ ბავშვის წარმოსახვაა.

“ჩვენი ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს ბავშვების მესამედს უფასო ვაქცინაციას უტარებს, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ძალადობის საწინააღმდეგო ვაქცინა და ვერც ვერასდროს გვექნება”

ნახეთ, კამპანია, რომელზეც UNICEF-ის დიდი ბრიტანეთის განყოფილების მთელი აქცენტია გადატანილი…

 

Sony-ს შთამბეჭდავი რეკლამა და გაყინული ბუშტები

Sainsbury’s-ს გენიალური რეკლამა და გაცოცხლებული საშობაო ისტორია!