Zalando-მ საახალწლო რეკლამაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიუჟეტი გაგვაცნო — გარდერობის წინ დგომისას, პირსახოცში გახვეულს, რომ ვერ გადაგვიწყვეტია, რა ჩავიცვათ… ამგვარად, კამპანია სასურველი ტანსაცმლის შერჩევის უნივერსალურ დილემას ეძღვნება, რაც მეტად აქტუალური ხდება მაშინ, როცა წვეულებისთვის მომზადებას ვიწყებთ და კიდევ უფრო ინტენსიური, როცა რამდენიმე ადგილისთვის გვაქვს სამოსი შესარჩევი…
„ამ სადღესასწაულო სეზონზე ჩვენ მსოფლიოს ყველაზე დიდ, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე პატარა კითხვას მივმართავთ, უნივერსალურ მოდის დილემას მხიარული გზით. მიზნად ვისახავთ, სტილის ინსპირაციისა და ხარისხიანი მოდის დანიშნულების ადგილად ყოფნით ჩვენს მომხმარებლებს არჩევანის გაკეთებისას თავდაჯერება შევმატოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წვეულებაზე მიდიან“, — აცხადებს სარა სპანარი, Zalando-ს VP.
თუმცა ნერვები ხომ მოგშლიათ და გიფიქრიათ, რაც მაცვია, იმით წავალო… და სწორედ ეს ფიქრებია ასახული Zalando-ს რეკლამაშიც:
Zalando-ს საახალწლო კამპანიაზე Mother-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა, რითაც ამავე სახელწოდების მეტროს დრამა ბრენდმა შესანიშნავად გააგრძელა…













