ბერლინში დაფუძნებულმა კომპანია Zalando-მ – მოდისა და ე.წ. lifestyle ბრენდმა ახალი კამპანია ჩაუშვა, სადაც წარმოდგენილები არიან ადამიანები, რომლებიც მყარად რჩებიან ისეთებად, როგორებიც არიან.
კამპანია მიზნად ისახავს ადამიანებთან კომუნიკაციას ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, როგორიცაა: მრავალფეროვნება და ინკლუზია – ქალთა გაძლიერება, გენდერული საკითხები, საკუთარი სხეულის მიღება და სხვ.