in

რა ჩავიცვა? — Zalando მეტროს დრამას გვაზიარებს

BOG
BOG

რამდენჯერ დაგისვამთ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის? და რამდენჯერ გიპოვიათ გამოსავალი ონლაინ შოპინგით? ერთსაც გკითხავთ, როგორ გრძნობთ თავს, როცა კონკრეტულ სამოსში საკუთარი თავი ძალიან მოგწონთ? აი, ზუსტად ამაზე სურს ახლა Zalando-ს ჩვენი ყურადღების გამახვილება…

თუმცა ისიც იცის, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ინდივიდებითაა ეს სამყარო სავსე, ამიტომაც კამპანიას იმ ადგილიდან იწყებს, სადაც ეს მრავალფეროვნება ერწყმის ერთმანეთს — დანიშნულების ადგილი მეტრო გახლავთ. აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, თუ რა ჩაიცვან განსხვავებულ სიტუაციებში, იქნება ეს ბაბუასთან სტუმრობა თუ პირველი პაემანი. მსახიობებს შორის უილემ დეფო შეგხვდებათ, ასევე მოდელები ბრიჯიტ ნილსენი და ლუკა საბატი. 

ბეჭდური რეკლამებიც მრავალ მომენტს ასახავს, დაწყებული პირველი კოცნიდან ყოფილი შეყვარებულის ქორწილამდე. 

ერთად კი ჩაცმის ძალას გვაჩვენებენ, არა იმ კუთხით, თუ როგორ გამოიყურება თავად ტანსაცმელი ტანზე, არამედ იმ მხრივ, თუ როგორ აგრძნობინებს ის მფლობელს თავს…

Zalando-ს კამპანიაზე Wieden+Kennedy Amsterdam-მა იმუშავა.

5 რამ, რაც Apple-მა ღონისძიებაზე არ გვითხრა

Porsche-მ მძღოლების ბიომეტრიული მონაცემებით ცხარე სოუსი შექმნა!