in , ,

ქალს არ შეუძლია ბიზნესის კეთება?! – ნინო ზამბახიძის #გამბედავი ნაბიჯები

როდესაც ქალი ხარ, მოეკიდო საქმეს, რომელიც აქამდე მამაკაცების დარგად მიიჩნეოდა, გამბედაობასა და მონდომებას მოითხოვს. ხშირად, დაკავშირებულია საზოგადოებრივ სტერეოტიპებთან, რაც თავის მხრივ ბევრჯერ გამხდარა დაბრკოლების ან მარცხის მიზეზი. რას მოიმოქმედებ ასეთ დროს, წინ წახვალ თუ ჩათვლი, რომ ქალს არ შეუძლია ბიზნესის კეთება?!

ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე: ჩემს ცხოვრებას რომ გადახედოთ, ალბათ სულ სტერეოტიპების დანგრევით ვარ დაკავებული. ვფიქრობ, პირველი გაბედული ნაბიჭი იყო ჩემი ბიზნესი, რომელიც 17 წლის ასაკში დავიწყე. ამერიკიდან ვაგზავნიდი ჯინსებს და აქ მამაჩემის მეგობარი ყიდდა. საბჭოთა მენტალობის დროს, მსგავსი ბიზნესით დაკავებულ ადამიანს გადამყიდველს (“სპეკულიანტს”) უწოდებდნენ და საერთოდაც არ იყო პრესტიჟული, თუ თვლიდი რომ მეწარმე იყავი ან რაიმე სახის ბიზნესი გინდოდა გაგეკეთებინა. ასეთ ხალხს “არტელშიკს” უწოდებდენ, ცნება ანტერპრენუარი არ არსებობდა მაგ რეალობაში. ამიტომ ძალიან რთული იყო ბიზნესის კეთება. მეორე სირთულე იყო ის, რომ ვიყავი ქალი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მე დავიწყე მეწარმეობა. მახსოვს, მივედი ბანკში და სესხის გამოტანა ვითხოვე, სადაც პასუხი მივიღე, რომ ქალებს სესხს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ კაცი დაუდგება თავდებად. მაშინ ვიფირე რომ ეს შეხედულებაც შესაცვლელი იყო, თითქოს ქალს არ შეუძლია ბიზნესის კეთება.

ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ გავხდი ფერმერი და შემდეგ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, როდესაც ახსენებ ფერმერს, პირველი მამაკაცი მოგდის თავში აზრად და ეს მარტო საქართველოში არა – ევროპაშიც კი ასე იყო. პრინციპში, ხშირად უთქვამთ, რომ პირველი ქალი ვიყავი, ვინც კაცების დომინანტ სფეროში დაიწყო საქმიანობა. სხვა გზა და ალტერნატივა ალბათ იყო ის, რომ არ მეკეთებინა ჩემი საქმე და დამქირავებლის ნაცვლად, ვყოფილიყავი დაქირავებული, ესეც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, მაინც ჩემის კეთების ჟინი მკლავდა და ალბათ სწორადაც მოვიქეცი, რომ გავრისკე, განსაკუთრებით სწორი იყო ბოლო ნაბიჯი – ფერმერთა ასოციაცია. დღეს შედეგად გვაქვს წლების წინ მიტოვებული დარგი, რომელიც გახდა პრესტიჟული. აქაც გავბედეთ დაგვენგრია გლეხის სტერეოტიპი და გვქვია ფერმერები. ვაერთიანებთ 3800 მეტ ადამიანს, ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდა სოფელს, პროდუქტის წარმოება გახდა ტრენდული და რაც მთავარია, ყოველივე ეს ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.

„უსტრესო პროდუქტიულობა” – ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარი

გამოიცანი ანგარიში! – Coca-Cola-ს სპეციალური შეფუთვა მსოფლიო ჩემპიონატისთვის