in

სითბო ცელსიუსით იზომება

ზამთრის სეზონზე გათბობა აქტუალური და საჭიროა. შესაბამისად,  გათბობის სისტემებთან დაკავშირებული საკითხებზე ბევრი კითხვა ისმის.

ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები ჩვენი ცხოვრების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება.

2-3 წლის წინ მომხმარებელი  გაზის გამათბობელს ანიჭებდა უპირატესობას, ახლა ის ცენტრალურმა გათბობამ ჩაანაცვლა.  ხარისხიანი მომსახურება და კომფორტი-  ეს იზიდავს მომხმარებელს.

სწორად შერჩეული  ცენტრალური გათბობა ნაკლებად ხარჯიანია, მეტ სითბოს უზრუნველყოფს და რაც მთავარია უსაფრთხოა.  გათბობის სისტემის მონტაჟამდე, მისი სწორი დაგეგმვა-პროექტირებაა საჭირო.

პროექტირება აერთიანებს თბოიზოლაციის გათვალისწინებით, ქვაბის  სიმძლავრის, რადიატორების რაოდენობის/ დიამეტრის,  სველი წერტილების (აბაზანა, სამზარეულო) მილგაყვანილობის სწორად განსაზღვრას,  რათა არ წარმოიქმნას ტენიანობა და ნებისმიერ ამინდში კომფორტული გარემო გარანტირებული იყოს.

ერთნაირ ფართზე გათვლილმა  გათბობის სისტემამ შესაძლოა სხვადასხვა შედეგი მოგვცეს. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად პროექტირების ან პროდუქციის არჩევის დროს დაშვებული შეცდომაა.

ცელსიუსის“  მომხმარებლებისთვის გათბობის სისტემის პროექტირება უფასოა, რათა მათ თავი დაიზღვიონ ყველა ზემოაღნიშნული პრობლემებისგან.

7 დეკემბრიდან – 23 დეკემბრის ჩათვლით “ცელსიუსის” მომხმარებლები სპეციალურ შეთავაზებით ისარგებლებენ. აქცია გათვლილია მომხმარებლისთვის სასურველ და მისაღებ ფართზე – კვადრატულობის მიხედვით  100, 160  და 240 მ/კვ-ზე და რაც მთავარია, მაღალხარისხიანი პროდუქციით  (არისტონის ქვაბი და დემირ დოკუმის რადიატორები) , რომლის შეძენაც  1999 ლარიდანაა შესაძლებელი. პანდემიის გამო,  ქვეყანაში შექმნილი პირობების გათვალისწინებით, მსგავსი  ფასები და პროდუქცია ფაქტობრივად უკონკურენტოა.  

საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, მომხმარებელთან  მუშაობა კომფორტულად მიმდინარეობს, ონლაინ კონსულტაციით  და დისტანციური მომსახურებით. ამას ემატება პროექტირება და პროდუქციის ადგილზე სრულიად უფასო მიწოდება, რაც მომხმარებელთა კეთილგანწყობას ამაღლებს.

კომპანია ცელსიუსი იტალიური  ბრენდი „არისტონის „ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორც პროდუქციით, ასევე სერვისით. ეს ფაქტი  ადასტურებს სერტიფიცირებულ მაღალხარისხიან  მომსახურებას და  ოფიციალურ  5 წლამდე გარანტიას.

სულ  მალე “ცელსიუსის” და არისტონის ერთობლივი  თანამშრომლობის შედეგად,  არისტონის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოჩნდება ქართული გვერდი, რომელიც ჩვენს  მომხმარებელს  მეტ ინფორმაციას მიაწვდის ბრენდის  ტექნიკური მახასიათებლების შესახებ“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ ახალი ბიზნეს მიმართულება – „ეი ჯი აი სი აკადემია • AGIC Academy“ დაამატა

ცნობილი კომპანიების მიერ ერთი სიტყვით დახასიათებული 2020 წელი