in

მსოფლიოს ტოპ 5 საბურავი: ხარისხი, რომელსაც ავტომწარმოებლები ენდობიან

ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, აუცილებელია, ჩვენი ავტომობილები შესაბამისად მოვამზადოთ. ამას ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობაში 2024 წელს შესული ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც ზამთრის სეზონზე, 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულოა.

როგორც ავტო ექსპერტი მიხეილ წულუკიძე აღნიშნავს, საბურავი არის ავტომობილის ერთადერთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ გზის ზედაპირს ეხება, ამიტომ მისი როლი უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. ხშირად, ავტომფლობელები ირჩევენ მეორად საბურავებს, რაც ერთი შეხედვით, ეკონომიურია, თუმცა, თითქმის არავის აქვს წარმოდგენა, რომ ეს გადაწყვეტილება ზრდის როგორც მძღოლის, ისე მგზავრების უსაფრთხოების რისკს.

რას ნიშნავს „პრემიუმ ბრენდი“ საბურავებში?

საბურავების ინდუსტრიაში მკაფიოდ გამოირჩევა „პრემიუმ” კატეგორია — ბრენდები, რომლებიც გამორჩეულნი არიან სტანდარტების, ინოვაციებისა და ხარისხის უმაღლესი დონით. მათ ქმნიან კომპანიები, რომლებიც ავტომობილების უსაფრთხოების, მდგრადობისა და მართვის კომფორტის გლობალურ სტანდარტებს განსაზღვრავენ და ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავენ კვლევა-განვითარებაზე, რითაც მთელი ინდუსტრიის განვითარებას უწყობენ ხელს.

პრემიუმ საბურავები იქმნება რთული საინჟინრო გადაწყვეტებითა და ათასობით საათის ლაბორატორიული ტესტირებით. ისინი უზრუნველყოფენ საუკეთესო დამჭერ ძალას ნებისმიერ ამინდში, მოკლე სამუხრუჭე მანძილს, საწვავის გაუმჯობესებულ ეკონომიას და გრძელ ექსპლუატაციის ვადას.

მსოფლიო სტანდარტებით, ყველაზე საიმედო და ტექნოლოგიურად ძლიერი ზამთრის საბურავების მწარმოებლების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება:

Michelin — გამორჩეულია სტაბილურობით უკიდურეს სიცივეშიც კი, ასევე მოკლე დამუხრუჭების მანძილითა და ხანგრძლივი გარბენით. Michelin-ის ზამთრის საბურავები განსაკუთრებით გამძლე და ეკონომიური არჩევანია, მისი გამძლეობა და უპირატესობები ხელს უწყობს გონივრულ მოხმარებას და საწვავის ეკონომიას.

Bridgestone — ის ბრენდია, რომელსაც ახასიათებს ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობა და მძლავრი ჩაჭიდება. მისი ზამთრის საბურავი კარგად უმკლავდება დიდ თოვლს, მოყინულ გზას და ზამთრის ცვალებად ამინდებს.

Continental — აწარმოებს ზამთრის საბურავებს პროტექტორის გამორჩეული დიზაინით, რომელიც ზედაპირის ცვლილებებზე მყისიერად რეაგირებს და უმაღლეს სტაბილურობას ქმნის. ბრენდი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ხარისხის მდგრადობას და მომხმარებლის უსაფრთხო გადაადგილებას.

Goodyear — ბრენდი, რომელიც გამოირჩევა თანაბარი ეფექტურობით ქალაქშიც და ავტომაგისტრალზეც; წყლის ეფექტური დრენაჟი და სტაბილურობა რთულ ამინდში დაცულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

Pirelli — იდეალურია ზამთრის პირობებში სპორტული სტილის ავტომობილებისთვის;  ახასიათებს მაღალი სტაბილურობა და სიზუსტე, რის გამოც აქტიური მძღოლებისთვის საუკეთესო არჩევანია.

მსოფლიოს ტოპ 5 პრემიუმ საბურავების ბრენდი — Michelin, Bridgestone, Continental, Goodyear და Pirelli —გაყიდვების მოცულობისა და ავტოინდუსტრიაში მიღწეული პოზიციების მიხედვით საერთაშორისო რეიტინგებში (Tire Business, Brand Finance) ლიდერობს. ეს ბრენდები OEM ოფიციალური ქარხნული არჩევანია, რაც უმაღლესი ნდობის ნიშანია — ავტომწარმოებლები მათ ირჩევენ მკაცრი ტესტირების შედეგად, რადგან საბურავები უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების, მდგრადობის, ხმაურის დონისა და ხარისხის მოთხოვნებს, უზრუნველყოფდეს ოპტიმალურ მუშაობას.

 [R]

მოემზადე 28 ნოემბრისთვის – შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს, ახალი თიბისი ბარათით

თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი – გიგა მეტრეველი