„იმისათვის, რომ ზამთარში, ზაფხულის საბურავებით მოსრიალებისას, მოვახერხოთ მანქანის გაჩერება, აუცილებლად უნდა ავცოცდეთ მანქანის სახურავზე. ამისთვის, საჭიროა გვქონდეს სერფერობის სამწლიანი გამოცდილება, შემდეგ, მოვიხსნათ რვამეტრიანი ქამარი, დავამზადოთ მისგან ლასო და მოვაბათ უახლოეს ხეს..“ – თუ „თეგეტა მოტორსის“ ახალ ვიდეორგოლში წარმოდგენილი ეს გამოსავალი აბსურდულად გეჩვენებათ, იმავეს უნდა ფიქრობდეთ ზამთარში ზაფხულის საბურავებით სიარულზე. ცნობილია, რომ როდესაც გზის საფარის ტემპერატურა 7 გრადუსზე დაბალია, აუცილებელი ხდება ზაფხულის საბურავების ზამთრისათი ჩანაცვლება. მოსრიალების თავიდან ასარიდებელი სახალისო ვიდეორგოლის მიღმა, „თეგეტა მოტორსი“ თითოეულ მძღოლს ურჩევს, როგორ მოამზადოს მანქანა ცივი ამინდებისთვის და სთავაზობს აქციას ზამთრის საბურავებზე. ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო BetterFly-მ იმუშავა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/TEGETAMOTORS/videos/10155754640149089/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
Credits:
Agency: BetterFly|DDB
Creative Director: Bacho Meburishvili
Creative Team: Toy Toidze, Vano Kuparadze, Kata Kokosadze
Copywriters: Toy Toidze, Vano Kuparadze
Project Manager: Sally Sakhvadze
Graphic Team: Levan Khomeriki, Constantine Tvalashvili, Guram Kvartskhalaia
Designer: Ira Kimberg
Producers: Sophio Orjonikidze, Demetre Beradze
Director: Rati Ramishvili
Dop: Giorgi Shvelidze
Production Designer: Polina Rudchik
Decorator: Jimsher Berdzenishvili
Production Designer assistants: Aleksandre Nadareishvili, Ruslan Arveladze
Costume Design: Tinatin Shengelia
Hair/Make-up: Lana Amoeva
Sound Engineer: Dato Gabunia
V.O: Davit Beshiteishvili














