ფესტივალი ზან-ზარი წელს უფრო მასშტაბური სახით ბრუნდება და მსმენელს უკვე ორ მუსიკალურ დღეს სთავაზობს. 2025 წელს ერთდღიანი ფორმატით ჩატარდა.
ზან–ზარი ჩატარდება მთაწმინდის ამფითეატრში, ღია ცის ქვეშ, სადაც სტუმრებს ელოდებათ სხვადასხვა ჟღერადობის ქართული ბენდების ცოცხალი შესრულებები, ენერგიული სცენა და მუსიკით სავსე ზაფხულის საღამო.
25-26 ივლისს, 16:00 საათიდან, სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა ადგილობრივი შემსრულებლები შეცვლიან.
დაუკრავენ ძირითადად როკ–მიმართულების ბენდები, თუმცა ფესტივალი სხვადასხვა ჟანრსაც გააერთიანებს და მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.
ზან–ზარის მიზანია ლოკალური არტისტების მხარდაჭერა, ქართული მუსიკის პოპულარიზაცია და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც მსმენელები ერთ სივრცეში შეძლებენ ახალი ბენდების აღმოჩენას და საყვარელი შემსრულებლების ცოცხლად მოსმენას.
LINE UP
Day 1 – [25 July]
- Kremaster
- მედიატორი
- Mentality
- SIF
- Aguna
- On the Road
- Will Kolak
- Izmir
Day 2 – [26 july]
- Heartaches
- Svla
- ULA
- Parasite
- Dead Lovers Disco
- Ocd
- The Cave
- კოლექტივი
- ჯგუფი არა
ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე.
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+
[პარტნიორის კონტენტი]











