12
ივლ
2018

 „ზანდუკელი“ რაგბის კავშირის პარტნიორი და 18 და 20 წლამდე ნაკრებების სპონსორი გახდა

12 ივლ 2018

ლიმონათი „ზანდუკელი“ რაგბის კავშირის პარტნიორი გახდა. გარდა ამისა, კომპანია 18 და 20 წლამდე ნაკრებების სპონსორია.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

„ქართული ტრადიციული ლიმონათი „ზანდუკელი“ სიამაყით აღნიშნავს რაგბის კავშირთან  დამეგობრებას. ამ მოვლენას სპეციალური ეტიკეტი მივუძღვენით. მომხმარებელს უკვე შეუძლია, ქართული რაგბის მხარდასაჭერად, „ზანუკელის“ ლიმონათი ახალი შეფუთვით შეიძინოს“.

ხელმოწერის ცერემონიალი 11 ივლისს, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიმართა, სადაც, საზეიმო ვითარებაში, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ღონისძიებას ეროვნული ნაკრების ვეტერანი, მოქმედი და ნორჩი მორაგბეები ესწრებოდნენ. მათ, ბავშვთა სახლ „კარიტასის“ აღსაზრდელებთან ერთად, საჩვენებელი მატჩი ითამაშეს.

[R]

განხილვა