28
Oct
2019

ახალ სახლში ტუალეტში შესვლაც კი ეპიკურია

28 Oct 2019

Elit Electronics


Zap უძრავი ქონების ონლაინპორტალის ბრენდია ბრაზილიიდან.

კამპანიის, სახელწოდებით „პირველად“ ფარგლებში, მან ის ეპიკური გრძნობები წარმოგვიდგინა, რომელიც სახლის შეძენასა და ნივთების პირველად გამოყენების გამოცდილებას უკავშირდება. და აქ იგულისხმება ის სასიამოვნო გრძნობაც კი, ტუალეტში პისუარს რომ უნიტაზზე ჩამოსწევ. პირველად.

ნამუშევრები სააგენტო Energy BBDO-ს ეკუთვნის და თითოეულ რეკლამაში სხვადასხვა მოკლე სიუჟეტი ვითარდება: თქვენი პირველი შიშველი გასეირნება სახლში; ფეხშიშველი ხალიჩაზე სიარული; შხაპის ქვეშ მღერა და სხვა. სერიები, Clemente-ის რეჟისორობით შესრულებულ როგორც 30, ისე 6-7 წამიან რეკლამებს მოიცავს.

როგორც ავტორები ამბობენ, მუშაობის პროცესში, აქცენტი კმაყოფილების გრძნობაზე გააკეთეს, რომელიც ახალ სახლში ცხოვრების პირველ გამოცდილებას მოაქვს.

 

 

 

 

 

 

 

 

განხილვა