in

კომპანია, რომლის სახელიც საუკეთესო მომსახურებასთან ასოცირდება

Zappos – ამ ბრენდის სახელი მომხმარებელთა საუკეთესო მომსახურების სინონიმია. მასზე ლეგენდები დადის და შესაძლოა, რომელიმე ლექციაზე ან ტრენინგზე განგიხილავთ კიდეც. გაინტერესებთ, როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია? თქვენ გემრიელი ყავა მოიმარაგეთ, ჩვენ კი Zappos-ის ისტორიას გიამბობთ.

Zappos-ის საქმიანობა ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიით დაიწყო. ეს გახლდათ იქომერსის პრეისტორიული პერიოდი. ჯერ კიდევ, 1999 წელი იყო, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა ტონი შეიმ საკუთარი ჯიბიდან ჩადო $500,000-იანი ინვესტიცია, პროექტის დასაწყებად. მაშინ არც ანგელ ინვესტორები და არც სხვა ბიზნესმენები დაინტერესებულან ამ საქმით.

2000-2002 წლებში კომპანიას ორჯერ ამოეწურა ფულადი რესურსები. ტონი შეიმ კვლავაც პირადი თანხა ჩადო ინვესტიციად, საკუთარ კომპანიაში, რადგან გარე დაფინანსება ვერ მოიპოვა. დიდი რისკებისა და გაურკვევლობის ფონზე, Zappos-მა მოახერხა და იმ წლის ბოლოს $32 მილიონი შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად, კომპანია არ იყო მოგებიანი ბიზნესი, თუმცა ბრუნვის ასეთმა მოცულობამ ტონი შეის გამბედაობა შემატა, ამიტომ ეს თავგადასავალი განაგრძო.

ტონი შეიმ თავიდანვე კარგად იცოდა, რამდენად დიდი იყო მომხმარებლის მომსახურების მნიშვნელობა ამ პროექტის წარმატებაში. მრავალწლიანმა მუშაობამ დაარწმუნა, რომ Zappos არ იყო ტექნოლოგიური კომპანია, არამედ კლიენტზე და მათ გამოცდილებაზე ორიენტირებული ბიზნესი.

მან გადაწყვიტა ერთი უჩვეულო რამ. ტონი შეიმ დატოვა სილიკონ ველი და საცხოვრებლად ლას-ვეგასში გადავიდა. იცოდა, იქ იპოვნიდა ქოლ-ცენტრის საუკეთესო პროფესიონალებს მთელ ქვეყანაში.

მიდგომამ გაამართლა და 2004 წლის ბოლოს, Zappos-მა 184 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორც იქნა, კომპანიამ მიიპყრო Sequoia-ს (ერთ-ერთი მსხვილი სარისკო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი შეერთებულ შტატებში) ყურადღება, რომელმაც კომპანიაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. იღბალი ნელ-ნელა Zappos-ისკენ შემობრუნდა.

2005 წელს, კომპანიამ ბრუნვა გააორმაგა და მისი ყიდვით დაინტერესდა ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი. ტონი შეიმ უარყო შეთავაზება და განაცხადა, რომ არ სურდა მისი ბრენდი და ყველაფერი, რასაც მან მიაღწია (მათ შორის, კორპორაციული კულტურა, რეპუტაცია, მომხმარებლისადმი მიდგომა) ჩაკარგულიყო Amazon-ის ბიზნესის სტრუქტურაში. 2005 წლის ბოლოს, Zappos-მა საბოლოოდ მიაღწია შედეგს და მოგებაზე გავიდა. ჯეფ ბეზოსისგან ტონი შეიმ კვლავაც მიიღო შემოთავაზება, ამჯერად, 2009 წელს – 1,200 მლნ დოლარი. ტონი შეი დათანხმდა ერთი პირობით – Zappos მუშაობას დამოუკიდებელი ბრენდის სახით გააგრძელებდა და შეინარჩუნებდა კულტურას.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

ქართული კალათბურთის ისტორია დამოუკიდებლობიდან დღემდე (II ნაწილი)

„არდის და CalenAI-ის თანამშრომლობით საქართველოსა და მსოფლიოში პირველი AI Enterprise ხელოვნური ინტელექტის მქონე ქართულენოვანი ხმოვანი სადაზღვევო ასისტენტი შეიქმნა” – სადაზღვევო კომპანია არდი