in

როგორ შეუძლიათ ბრენდებს ზაფხულის ეფექტურად გამოყენება?

სტატიაში გიამბობთ, როგორ შეუძლიათ ბრენდებსა და ადამიანებს, ბუნებაში დაისვენონ, მიიღონ შთაგონება და უფრო მჭიდროდ მიჰყვნენ ბუნების რიტმებს. ეს უკანასკნელი მეტი ორიგინალურობისა თუ ჰარმონიის დანერგვას შეუწყობს ხელს. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ უფრო ღრმად დავიწყებთ ბუნებასთან ურთიერთობას, შეიძლება მეტად კრეატიული ნაბიჯები გადავდგათ.

ადამიანების უმეტესობისთვის ზაფხული დასვენების, მზის, დასვენებისა და თავისუფლების დროა. დღეები უფრო გრძელია, ამინდი უკეთესია და განწყობაც უფრო ნათელი, ხალისიანი. ბრენდის ტიპური რეაქცია კი ზაფხულის მიმართ არის ადამიანზე ორიენტირებული, სადღესასწაულო სულისკვეთებაზე ფოკუსირებული — ეს, ყველაზე ბანალურად რომ აღვწეროთ, სრულყოფილი ზაფხულის ამაღელვებელი სურათებით და წყურვილის ჩაქრობის ფოტოებით გამოიხატება.

მაგალითად, ჩვენ ვხედავთ Jo Malone-ის მცდელობას, მომხმარებლები ზაფხულის სადღესასწაულო სულისკვეთებით მოიცვას. ბრენდი ამ ატმოსფეროს შესაქმნელად თეთრ და ლურჯ პლედს, კლასიკური შვრიის ლუქებს, ნამცხვრებს და ჟელეს იყენებს. მაკდონალდსი და მალიბუ კი თავიანთ სიმბოლოს იუმორისტულად გარდაქმნიან, რაც ნამდვილად სახალისოდ გამოიყურება…

და მაინც, ჩნდება კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრენდები ზაფხულთან ასოცირდება, რა აკლიათ მათ სრულყოფილი ასოციაციისთვის?

დარგის სპეციალისტების თქმით, ბრენდებს შეუძლიათ, უფრო შორს წავიდნენ სეზონის მიხედვით. ჩვენთვის ზაფხული ერთგვარი „გათავისუფლების რიტუალია“ — გათავისუფლება ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრების რუტინისგან და პროცესებისგან. ხოლო ბრენდები, რომლებიც ნამდვილად თანამშრომლობენ სეზონებთან, გაცილებით ღრმა კონცეპტუალურ ნაბიჯებს დგამენ. მარტივად, მაქსიმალურად იყენებენ კონკრეტულ სეზონს რაღაც მნიშვნელოვნის სათქმელად, როგორც საკუთარ თავზე, ისე სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

რატომ მუშაობს?

  1. ზაფხულის განსაკუთრებული სახე და მისი ფლობა. ზაფხული ჩვენთვის რაღაცას ნიშნავს;
  2. ხმის ძლიერი ტონი. მათ იციან ვინ არიან და რისი წარმოჩენა უნდათ;
  3. რამდენიმე ნარატივი — სხვადასხვა აუდიტორია განსხვავებულ ინტერპრეტაციას ანიჭებს, მაგრამ ძირითადი იდეა შენარჩუნებულია, ძლიერი ღირებულებებითა და ასოციაციებით.

Coca-Cola — „ზაფხული უფრო გემრიელია“, 2021 წელი

  • ზაფხულით შთაგონებული მოკლე ლექსები;
  • ზაფხულის სხვადასხვა სახის რიტუალები;
  • ნოსტალგიით თამაში;
  • მახვილგონივრული და კომუნიკაბელური;
  • ზაფხულის ყოველი წამისთვის არის კოკა-კოლა;
  • ადვილად გასაგები.

Nike — „ითამაშეთ ახალი“, 2021 წელი

  • ზაფხული არის ახალი შესაძლებლობები და დასაწყისი;
  • გადალახეთ თქვენი შეზღუდვები;
  • სპორტი ყველასათვისაა, არ არსებობს წესები;
  • ორიგინალობისა და თავისუფლების განცდა;
  • ინოვაციური და შთამაგონებელი;
  • თამამი ტიპოგრაფია მოძრაობის გრძნობით; მოკლე და ეფექტური განცხადება.

თუ გადავხედავთ ბრენდებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ზაფხულთან, დავინახავთ სამ ძირითად პრინციპს, რომლებიც ჩართულობის სიღრმეს ზრდის:

პირველი პრინციპი

იფიქრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ზაფხული და დაადგინეთ, რომელი ასოციაციიდან ან ნარატივი შეესაბამება თქვენს ბრენდს. ჩაუღრმავდით სეზონს — გახსენით ზაფხულის თემები და ნარატივები, გაიგეთ სეზონის სემიოტიკა, გრძნობები, რომლებსაც ის იწვევს ადამიანებში. ასევე, შექმენით მრავალფეროვანი ასოციაციები და კულტურული კავშირები.

Nike-ის საზაფხულო კამპანია კარგი მაგალითია — ის ფოკუსირებულია ახალ შესაძლებლობებსა და საწყისებზე, საკუთარი შეზღუდვების დაძლევაზე. „სპორტი ყველასთვის“ პერსპექტივიდან, ის გადმოსცემს ამ გზავნილს ზაფხულის უფრო ღრმა ასოციაციასთან შერწყმით, როგორც თავისუფლების სეზონთან, სადაც ნაკლები წესებია. იგი გადმოსცემს ორიგინალურობისა და თავისუფლების, ინოვაციისა და შთაგონების გრძნობას. კამპანიის ვიზუალური ენა ადასტურებს ამას, თამამი ახალი ტიპოგრაფიით, მოძრაობის გრძნობით და მოკლე, ეფექტური განცხადებებით.

მეორე პრინციპი

პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სეზონი უფრო ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოთ და არა მხოლოდ პროდუქტებისა და კამპანიების მომსახურებისთვის. მაგალითად, Coca-Cola-მ ზაფხული გამოიყენა, როგორც Coke Zero-ს გამოშვების დროდ, როდესაც გვინდა, ყველაფერი მსუბუქი, სუფთა და ნათელი იყოს.

მესამე პრინციპი

ეს პრინციპი უფრო ღიად გვაბრუნებს ანთროპოცენში და ბრენდებს სთხოვს, განიხილონ, რა შეიძლება ზაფხულმა ასწავლოთ მდგრადობის კუთხით. დაფიქრდით, როგორ უნდა გამოიყენოთ ზაფხულის სიცხის, აყვავებისა და დამტვერვის ბუნებრივი პროცესები, როგორც პირდაპირი შთაგონება თქვენი იდეებისა და პროდუქტებისთვის. რა მოხდება, თუ ბუნებას სახელმძღვანელოდ გამოიყენებთ? სავარაუდოდ, ამ კითხვების დასმის შემდეგ ნამდვილად ბევრი იდეა გაგიჩნდებათ.

AI-ით შექმნილი ციფრული კოლექცია, ვეს ანდერსონის, Amelie-სა და სხვების სტილში

როგორ დავწეროთ კომპანიის კარგი ისტორია? 5 მარტივი ელემენტი