ესპანურმა ტანსაცმლის ბრენდმა Zara ახალი თემატური ვიდეორგოლი შექმნა, სახელწოდებით Back to Work. კამპანიის მთავარი მიზანი კი იმის ხაზგასმაა, თუ რამდენნაირი სტილის ადამიანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ბრენდის მრავალფეროვანი დიზაინი.
რეკლამა საკმაოდ მინიმალისტური ხასიათისაა და სიუჟეტიც ერთ სივრცეში ვითარდება — ლიფტში, სადაც დაუსრულებლად შედიან ადამიანები. მთავარ გმირს კი უწევს, თითოეულ მათგანს დაელოდოს, ბევრი ყავის ჭიქის მქონე ბიჭით დაწყებული, მოხუცი ქალით დასრულებული, რომელიც ძალიან ნელა დადის. სიმბოლურად, ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ზარაში ყველასთვის მოიძებნება ადგილი“ — მაყურებელთა შეძრწუნება კი ლიფტის შუქების ციმციმისა და ჩავარდნის საშიშროების შესახებ მალევე ქარწყლდება.