დღეს, 2 თებერვალს, თბილისი მოლში Zara Home გაიხსნა. მაღაზიაში, რომელიც 450 კვ.მ-ს იკავებს, იპოვით ბევრ რამეს, რაც სახლში კომფორტის მოსაწყობად გჭირდებათ. ზარა ჰოუმი 2003 წელს დაარსდა და ამ დროისთვის, 74 ქვეყანაში 500-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. დღეიდან, მათ რიცხვს საქართველოც შეემატა. დეტალებზე დოქტორი იასინ სიბარი, Zara-სა და Inditex ჯგუფის საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის გენერალური დირექტორი (კომპანია Alhokair Fashion Retail) გვესაუბრა.

M: რითაა მიმზიდველი ქართული ბაზარი Zara Home-ისთვის?
ზარა ჰოუმის მიზანი ზრდაა, ინდიტექს ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდების წარმატების გამეორება ამა თუ იმ ბაზარზე. საქართველოში არსებობის თითქმის 6 წლიანი წარმატებული გამოცდილება ბუნებრივად ქმნიდა ამ ნაბიჯის გადადგმის წინაპირობას და საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილებაც შესაბამისად იქნა მიღებული.
M: რატომ არის ქართველი მომხმარებლისთვის/ქვეყნისთვის საინტერესო Zara Home-ის შემოსვლა ბაზარზე?
Zara Home საცალო ვაჭრობის განსხვავებულ კონცეფციას ეფუძნება: ეს ბუტიკის ტიპის მაღაზიაა ჩვენი სახლებისა და ოჯახებისთვის. მნიშვნელოვანი, ძირეული და ბუნებრივია, რომ ყველა ქვეყანაში სურთ ადამიანებს იცხოვრონ კომფორტულ გარემოში: სახლში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს განსხვავებული გემოვნება აქვთ, სწორედ ამიტომ, ზარა ჰოუმი მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, ყველაფერ იმას, რაც გვჭირდება, მაღალი ხარისხისა და ფასის სრული შესაბამისობით.
რა თქმა უნდა, ზარა ჰოუმში წარმოდგენილი კოლექციები ქართული გემოვნების სრული გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი და დააკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს. ერთ მაღაზიაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ დიზაინის უახლესი ტენდენდენციები, შესანიშნავი ქსოვილები, არომატები, ფერები. გვეწვიეთ და ისიამოვნეთ საყიდლებით.

M: ვისაუბროთ პროდუქტებზეც. რა კატეგორიის პროდუქტის შეძენა შეეძლება მომხმარებელს?
წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კატალოგი ბავშვის სპეციალიზებული პროდუქტიდან თეთრეულამდე, სახლის არომატებიდან დაწყებული, მუსიკის ჩათვლით, დეკორატიული ნივთები, პირსახოცები, სახლის სამოსი, ხალიჩები, მცირე ზომის ავეჯი… ჩვენ შემოგვაქვს საქართველოში 10 000-ზე მეტი ერთეულისგან შემდგარი რჩეული კოლექცია. მაღაზიაში პროდუქცია თემატურად, განწყობების მიხედვით არის განლაგებული და ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.

M: მსგავსი ტიპის პროდუქცია ბევრგან იყიდება. როგორ აპირებთ კონკურენტებს შორის უპირატესობის მოპოვებას?
ზარა ჰოუმი მომხმარებელს ერთ სივრცეში წარმოუდგენს ყველაფერ იმას, რისთვისაც ადრე სხვადასხვა მაღაზიას აკითხავდნენ. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორია – აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ხარისხი და დიზაინი, რასაც ადრე ვერსად ნახავდით. საგულისხმოა, რომ კოლექციები ყოველკვირეულად განახლდება. საფასო კატეგორიებიც პროდუქციის ხარისხის შესაბამისი იქნება. ზარა ჰოუმი ბუტიკის ტიპის მაღაზიაა, ჩვენი მიზანი მომხმარებლის მაქსიმალური ლოიალობის მიღწევაა: ზარა ჰოუმი დაეხმარება მათ, მოუსმენს და გაიზრდება მათთან ერთად, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების ხანგრძლივი ურთიერთსიყვარულის დასაწყისია.

M: საკომუნიკაციო არხები?
ისევე როგორც ინდიტექს ჯგუფში შემავალი სხვა ბრენები, კორპორატიული უნივერსალური არხების გამოყენება ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. www.zarahome.com წარმოადგენს არა მხოლოდ ბრენდის გლობალურ პლატფორმას, არამედ სპეციალიზდება ბრენდის ახალი ლოკაციისთვის – საქართველოსთვის. სიახლეების (ნიუსლეთერის) გამოწერის შესაძლებლობით სრულ ინფორმაციას მიიღებთ ზარა ჰოუმის სამყაროს შესახებ. Instagram, Facebook, Pinterest, Twitter… ყველა სოციალური მედიის პლატფორმაზე შეგიძლიათ ბრენდის პოვნა, რასაც ემატება ზარა ჰოუმის აპლიკაცია, რომელიც ბრენდის ვებგვერდიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ.













