Zara მწვანე მიმართულებას ირჩევს. 2025 წლიდან, ბრენდი, მხოლოდ მდგრად ან სრულად გადამუშავებულ და ორგანულ ბამბის, სელის, ტილოს, პოლიესტერის ქსოვილებს გამოიყენებს. აქამდე კი კომპანია ეტაპობრივად მივა.

CNN-ის ინფორმაციით, ეს ეხება კონგლომერატში შემავალ ყველა ბრენდს – Zara, Zara Home, Pull & Bear, Bershka. თუ ახლა ქსოვილების შესაქმენლად 90%-იან ბამბისა და ნახევრად სინთეტიკური ბამბის ნედლეულს იყენებენ, 2023 წლისთვის, კოლექციებში, მხოლოდ მდგრად ბამბას, ე.წ. ვისკოზას გამოიყენებენ.
„მნიშვნელოვანი და ძლიერი ცვლილებები გვჭირდება, არა მხოლოდ კომპანიაში, არამედ მთლიანად ჩვენს სექტორში. ეს არის ჩვენი მთავარი და უპირობო მიზანი, რომელსაც წარმატებით განვახორციელებთ“.
თუმცა, როგორც „ზარას“ კონგლომერატის მმართველ კომპანიაში ამბობენ, ეკოლოგიაზე ზრუნვა ამით არ სრულდება. 2019 წლის ბოლომდე, მათი მაღაზიები ეკო-ეფექტური და გარემოსთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. ანუ, შეამცირებენ ნახშირჟანგის გამოყოფას, დაზოგავენ ენერგიას და მინიმუმამდე დაიყვანენ სამრეწველო ნარჩენებს. ასევე, 2025 წლისთვის, მაღაზიებში, სადისტრიბუციო ცენტრებსა და ოფისში 80% სუფთა ენერგიას გამოიყენებენ.
Zara-ს კონგლომერატში შემავალი კომპანიები, საქართველოში, რამდენიმე წელია შემოსულია. პირველი ოფიციალური მაღაზია [„ზარა“], თბილისში, 2012 წელს გაიხსნა. გარდა ამისა, დაახლოებით, ერთი წელია, მისი ბრენდებისთვის, ჯინსის პროდუქცია, გურიაში, ოზურგეთის სამკერვალო ფაბრიკაში იკერება.