in

ხმაური ZARA-ს ახალი ლოგოს გარშემო

სამოსის ბრენდმა Zara ახალი ლოგო წარადგინა. ძირითადი კონცეფცია უცვლელია – მხოლოდ წარწერა, ვიზუალს არანაირი სიმბოლო არ დამატებია, შეიცვალა მხოლოდ შრიფტი და ასოთა განლაგება. სიახლეს არაერთგვაროვანი შეფასებები უკვე მოჰყვა. დიზაინერებისა და მომხმარებელთა უმეტესობა ბრენდის ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

ბრენდის ძველი და ახალი ლოგოები

ექსპერტები ამბობენ, რომ ლოგოტიპი მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს და მობილურის ეკრანზეც კი კარგად იკითხებოდეს. მათი თქმით, „ზარას“ შემთხვევაში ეს პრინციპი დარღვეულია. მეტიც, ზოგს მიაჩნია, რომ ახალ ვერსიაში R უფრო მეტად ასო – ბგერა B-ს ჰგავს და ერთი შეხედვით, “ZARA“-ს ნაცვლად “ZABA“ იკითხება, რაც პოლონურად „ბაყაყს“ ნიშნავს. მომხმარებელთა შორის ეს მსგავსება კიდევ ერთი საქილიკო თემა გახდა. მათი აზრით, რამდენიმე წელიწადში ბრენდის ლოგო ასეთ სახეს მიიღებს:

სიახლეს გამოეხმაურა გერმანელი დიზაინერი და ტიპოგრაფი ერიკ სპიკერმანი. ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ლოგოტიპია, რაც ბოლო დროს უნახავს. აქვეა სხვა შეფასებებიც.

 

არსებობს შანსი, სიახლე დროებითი იყოს. შეცვლილი ლოგოტიპით ბრენდმა 2019 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელსაც ფრანგი არტ – დირექტორი ფაბიენ ბარონი ხელმძღვანელობდა. დიზაინერმა იგივე შრიფტი 1990-იანებში, მოდის ჟურნალ Harper’s Bazaarისთვის გამოიყენა.

ეს ZARA-ს ლოგოტიპთან დაკავშირებული ხმაურის პირველი შემთხვევა არ არის. ბრენმა ვიზუალი 2018 წლის აპრილშიც შეცვალა.

“ყველა ნახატში სულის პატარა ნაწილს ვდებ” – ირმა კუსიანის ოქროსფერი შემოქმედება

„ფაბრიკაში“ Fuckup Nights Tbilisi გაიმართება