in

როგორ აფასებს „ზარაფხანა“ სფოთლაითის მხარდაჭერის მნიშვნელობას

სფოთლაითის გულშემატკივრები მე-10, საიუბილეო ღონისძიებისთვის ემზადებიან. ამჯერად, ღონისძიება განსხვავებული იქნება და 23-24 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. „დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება“ – ესაა მთავარი გზავნილი ღონისძიების, რომლის ისტორია 2013 წლიდან იწყება. მას შემდეგ სფოთლაითი, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა, ადგილად, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების მხარდამჭერია „ზარაფხანა“. სფოთლაითთან მეგობრობაზე „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი თორნიკე სამხარაძე გვესაუბრა.

M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“ – რა მნიშვნელობა აქვს ღონისძიებას?

Spotlight-ის ღონისძიებები არის პროფესიონალური, ღია და გახსნილი სახის კომუნიკაციის დამკვიდრება, საიდანაც ადამიანები ღირებულ და საჭირო ინფორმაციას იღებენ ყველანაირი წინაღობის გარეშე და რაც მთავარია იღებენ მაგალითს, როგორ შეიძლება გააზიარონ თავიანთი გამოცდილება სხვასთან. Spotlight მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელმაც ამ წლების მანძილზე შეძლო და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მარკეტინგის სფეროს განვითარებაში საქართველოში.

M: რატომ არის თქვენთვის ღირებული სფოთლაითის მხარდაჭერა?

„ზარაფხანა“ 1939 წლიდან ემსახურება მისიას, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, აქედან გამომდინარე თემა „მემკვიდრეობა“ გამორჩეულად მნიშვნელოვანია ზარაფხანასთვის. ზარაფხანას ბრენდს 84 წლის მემკვიდრეობა აქვს საიუვილერო ხელოვნების დახვეწის, კულტურული მემკვიდრეობის მოვლის და სიახლეების საქმიანობაში ინტეგრეციის. რამდენადაც ვართ ამაყები ჩვენი მემკვიდრეობით, იმდენად უფრო მოტივირებულები ვართ ჩვენს შთამომავლობას უფრო მეტი ღირებულება დავუტოვოთ ჩვენი სამკაულისა და ძვირფასი ნაკეთობების, ასევე, იმ კულტურული საქმიანობის სახით, რომელსაც ჩვენი კომპანია პერიოდულად ახორციელებს საერთო ეროვნული საგანძურის პოპულარიზაციისა და შთამომავლობისთვის შემონახვის კუთხით.

M: როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, როგორიც სფოთლაითია და მით უფრო, თემა „მემკვიდრეობაა“. მოლოდინები ახლაც ისეთივე გვაქვს წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით, როგორც მის ყველა ღონისძიებაზე, ველით ბევრ სიახლეებს, საინტერესო ისტორიებსა და მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

Pinterest-მა 2024 წლის ტენდენციები გამოაქვეყნა

შობა შობის წინ — სანტა კლაუსი განსხვავებულ გარემოში