მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს ესმით, რომ საომარი მოქმედებების სიტყვიერად დაგმობა არ კმარა, ამიტომაც, სხვადასხვა ფორმით ცდილობენ სოლიდარობისა თუ პროტესტის გამოხატვას რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომზე.
საიუველირო კომპანია „ზარაფხანამ“ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გულსაბნევების სერია შექმნა, რომელიც უკრაინის მოტივებზე არის დამზადებული.
უკრაინის სიმბოლიკით შექმნილ ნაკეთობებში ნახავთ დროშისა და სამკაპის ფორმის მოოქროვილ და ვერცხლის გულსაბნევებს. სამკაპის გულსაბნევში გერბის ლურჯ ფონზე ყვითლად გამოსახულია უკრაინაში მცხოვრები ძველი სლავური ტომების, შემდეგ კი კიევის დიდი მთავრების სიმბოლო.
„ზარაფხანასთვის“ სიმბოლურ მხარდაჭერასთან ერთად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც მნიშვნელოვანია, ამიტომ უკრაინის თემატიკით შექმნილი პროდუქციის გაყიდვით მიღებული მოგების 50% უკრაინის მხარდამჭერ ფონდში ირიცხება.
კომპანია მუდმივად ცდილობს, იდგეს სწორი ღირებულებების მხარეს და შეიტანოს თავისი წვლილი მის განმტკიცებაში.
გულსაბნევების შეძენა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორაციულად „ზარაფხანას“ მაღაზიათა ქსელში და ასევე, ონლაინ მაღაზიაში zx.ge.
„ზარაფხანას“ მაღაზიები მდებარეობს თბილისსა და ბათუმში.

[R]