in

როგორ ჩავახშოთ უცნობი ნომრების შემომავალი ზარი WhatApp-ში?

WhatsApp-ზე ძალიან შემაწუხებელია ხოლმე უცხო ადამიანების შემომავალი ზარები, რომლებიც ხშირად ფიშინგს ემსახურება. თუმცა მათგან თავის დაღწევის გზაც არსებობს, როგორც აიფონისთვის, ისე ანდროიდ მოწყობილობებისთვის — მართალია, სპეციალური ფუნქციის გამოყენებით მათი ჩამონათვალი მაინც გამოჩნდება აპლიკაციაში, მაგრამ შემომავალ ზარად არ დაფიქსირდება, რაც შემთხვევითი პასუხებისგან დაგვიცავს.

აღნიშნული მახასიათებლის გააქტიურებით, მსგავს ზარებში მოიაზრება თითოეული ის შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ნომერი მობილურში არ გიწერიათ.

ჩაახშეთ უცნობი ზარები:

თუ Android-ის მომხმარებელი ხართ, WhatsApp-ის ზედა მარჯვენა კუთხეში შეეხეთ სამ წერტილს და აირჩიეთ „პარამეტრები“. თუ iPhone-ზე ხართ, აპლიკაციის ქვედა ზოლში აირჩიეთ „პარამეტრები“.

ვებგვერდები მონაცემთა ანალიტიკის უფასოდ შესწავლისთვის

რა ზიანი მოაქვს ბრენდისთვის განმეორებით რეკლამას