მოტოროლა ახალი სარეკლამო კამპანიით “Lazy Phone” დაბრუნდა.
“Lazy Phone” სამი სატელევიზიო რეკლამისგან შედგება. მიზანი Moto X-ის დადებითი მხარეების წამოწევა და Samsung, Apple ან Microsoft-ის სმარტფონებთან შედარებით უპირატესობის დამტკიცებაა.
რეკლამის მთავარი გმირი კომიკოსი ტიჯეი მილერია (TJ Miller). თვითონ ვიდეოს შინაარსიც კომედიურია, სმარტფონის როლს ზარმაცი ადამიანი ასრულებს, რომელსაც მფლობელის სურვილები არ აინტერესებს, ყველაფერს დაგვიანებით და წუწუნით აკეთებს
http://youtu.be/MtHtmC8pSDM
http://youtu.be/nY-o-cVgwkA
http://youtu.be/2_JQxm53114