in

„ზარზეიმი ქუთაისში“ — არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა

არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა „ზარზეიმი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რეგიონალური, გასტრონომიული გამოფენაა. ის იმერეთის უძველეს, ისტორიულ ქალაქ ქუთაისში 2022 წლის 3 და 4 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალზე მისულ სტუმრებს „ზარზეიმი“ უმასპინძლებს ქართული კერძებისა და ღვინის მრავალფეროვანი არჩევანით, ხელით დამზადებული ლუდისა და ნაყინის სახეობებით და სხვა მრავალი… წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ სხვადასხვა რეგიონების მკვიდრი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტები.

გამოფენაზე, პირველად ასეთი ყურადღების ცენტრში, იქნება ქუთაისური, ადგილობრივ ოჯახებში დამზადებული ღვინო. „ზარზეიმი“ მოიცავს პატარა ლუდსახარშების ფესტივალს, აგრონომიულ ბაზარს, იმერული სწრაფი კვების ნაირსახეობებს, ბენდების ფესტივალს. ეს არის ფესტივალი, რომელსაც სხვადასხვა მხრივ განვითარებული მეწარმეების ნახვაა შესაძლებელი.

გამოფენის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ:

  • Circus Mircus
  • Bad Habitz
  • The Black Marrows
  • ერეკლე დეისაძე და ბენდი

„ზარზეიმი“ არის საშუალება ქართული, რეგიონალური, მეწარმეებისა და სტარტაპერების განვითარების ხელშეწყობისთვის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად, ერთ ლოკაციაზე, თავი მოიყაროს საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების ნამუშევრებმა. 3 და 4 სექტემბერს სტუმრები გაეცნობიან კარგად ცნობილი კერძებისა და სასმელების, თანამედროვე, რეგიონალურ ინტერპრეტაციებს.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული ბიზნესის განვითარება, რომელსაც თიბისი სტარტაპერის მეშვეობით უწყობს ხელს. თიბისი სტარტაპერი უკვე 5 წელია, რაც არსებობს და მისი მონაწილე მრავალი ქართველი მეწარმე გახდა. თიბისი ბიზნესის პოლიტიკა გულისხმობს მუდმივ განვითარებას ადგილობრივ ბაზარზე.

„ზარზეიმი“ ახალი ნიჭის, ახალი ბიზნესის აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა, სადაც მრავალმხრივ განვითარებული მეწარმეებისა და მათი ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი. ამიტომაც, თიბისი მხარს უჭერს „ზარზეიმის“ ფესტივალს, მის ტრადიციად ქცევას და ახალ-ახალ აღმოჩენებს ადგილობრივ ბიზენსში. რეგიონალური, სტარტაპების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა მცირე და შემდგომში, უკვე, საშუალო და დიდი ბიზნესის წარმოების დასაწყისია.

[პარტნიორის კონტენტი]

რა არის ვებ 3.0 და როგორ შეცვლის ის მომავლის ტექნოლოგიებს

ხის მსგავსი მოწყობილობით მეცნიერებმა მარსზე ჟანგბადი აწარმოეს!