in

პროგრამირების შესასწავლი ქართული ონლაინ რესურსები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

„პროგრამირება დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში და თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ, ის მასწავლებლის გარეშე შეისწავლოთ“, – წერს ზაზა გამეზარდაშვილი, თავისუფალი უნივერიტეტის ლექტორი, informatics.ge-ს იდეისა და youtube-ზე პროგრამირების შესასწავლი ვიდეოგაკვეთილების არხის “Zaza Gamezardashvili” ავტორი.

როგორც თავად ზაზა გამეზარდაშვილი იტყობინება, informatics.ge-ზე ამოსახსნელად გაგზავნილი ამოცანების რაოდენობამ 50000-ს გადააჭარბა. პარალელურად, იუთუბზე 20000-ს მიუახლოვდა პროგრამირების შესასწავლი ვიდეოგაკვეთილების ნახვათა რაოდენობა. თუმცა, ამ ორი რესურსის მომხმარებელი, ძირითადად, თბილისელი სტუდენტები და მოსწავლეები არიან. ამ დროს მათი ერთობლივი გამოყენებით პროგრამირების შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასწავლებლის გარეშე.

ზაზა გამეზარდაშვილი: ამას, განსაკუთრებით, რაიონებში მცხოვრები მოსწავლეების საყურადღებოდ ვწერ. მათ შეუძლიათ, ნახონ ვიდეოგაკვეთილები ლინკებზე:

https://youtu.be/He6ZUxt-iQ4 და ა.შ.გაკვეთილების ნომრების მიხედვით.

პარალელურად კი, informatics.ge-ზე ამოცანების ამოხსნით შეამოწმონ, რამდენად კარგად გაიგეს ახსნილი მასალა. საიტი ავტომატურ რეჟიმში ამოწმებს გაგზავნილი ამოხსნის სისწორეს და რამდენიმე წამში აბრუნებს ვერდიქტს. საიტზე უკვე დევს 500-მდე ამოცანა და მათი უმეტესობა დამწყები პროგრამისტებისთვისაა განკუთვნილი“, – განმარტავს ზაზა გამეზარდაშვილი.

ანა ქასრაშვილმა World Soundtrack Awards-ზე ახალგაზრდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი საუკეთესო კომპოზიციის ჯილდო მოიპოვა

„საფრთხე ერთი შეხედვით უხილავია“ – ანიმაცია ბავშვთა ტრეფიკინგის ფარულ ნიშნებზე