ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა, ზაზა თევთიძემ, სასცენო სახელით Zaza ახალი მინიალბომი, „Empty“გამოუშვა, რომელიც 3 კომპოზიციას აერთიანებს. ახალ რელიზში სტილისტური ცვლილებებიც შეინიშნება, ტრადიციული Trap ხმებისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტი არენბი თუ 80-იანების დისკო/boogie-ის ჟღერადობა გვხვდება. მინიალბომის ბოლო კომპოზიცია კი ქართულ ბენდთან, Pitter J-თან კოლაბორაციით ჩაიწერა.
ზაზა თევთიძე უკვე 7 წელია, რაც მუსიკას ქმნის. 2018 წელს კი, პროდიუსერმა მისი პირველი მინიალბომი „Summer” გამოუშვა. მინიალბომის მოსმენა Spotify-ზეა შესაძლებელი.











