ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ზაზა ნოზაძემ იგივე Sf-x-მა ინტერნეტში მეორე სოლო ალბომი „შეცვალე სამყარო“ გაავრცელა. ალბომში 15 კომპოზიცია შევიდა და მასზე სხვადასხვა ბითმეიქერებმა და პროდიუსერებმა, მათ შორის კი ბექა გოჩიაშვილმა იმუშავა.
ზაზა ნოზაძე ქართულ ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში აქტიურად 2010 წლებიდან ჩაერთო, იყო კოლექტივ „ქსელი 56-ის” ლიდერი, 2 წლის წინ კი მისი სადებიუტო ალბომი „თბილისიდან“ გამოვიდა.