in

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ ონლაინ ვარჯიშები დაიწყო

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ ონლაინ ვარჯიშები დაიწყო. საუბარია ისეთი ტიპის ვარჯიშებზე, რომლის შესრულებაც სახლის პირობებში, ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.

„გვინდა, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, ბავშვებმა და არამარტო მათ, არ დაკარგონ აქტიური ცხოვრების რეჟიმი, დარჩნენ ტონუსში და დაკავდნენ ჯანსაღი სპორტით, მიუხედავად შეზღუდვებისა. ჩვენი მხრიდან ვისი ინფორმირებაც შევძელით უკვე ვარჯიშობენ (ბავშვები, ვინც დადიოდა ჩვენთან აკადემკაში) მაგრამ გვინდა მთელი საქართველოს მასშტაბით მივწვდეთ კალათბურთით დაინტერესებულ ბავშვებსა და მოზარდებს – რასაკვირველია, ვარჯიშეში ჩართვა სრულიად უფასოა“, – ნათქვამია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აკადემია ასაკობრიბი კატეგორიების მოხედვით გაწერილ ვარჯიშების განრიგს, ასევე ZOOM-ის ბმულსაც ავრცელებს (Meeting ID – 352 863 4692).

12 წლამდელები – 16:30;
12-დან 14 წლამდე – 17:25;
14 წელს ზევით – 18:20.

ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარის შესახებ ინფორმაცია აკადემიის ფეისბუკ გვერდზე იდება ხოლმე, თუმცა ინვენტარი, ძირითადად, წყლის ბოთლსა და კალათბურთის ბურთს მოიცავს.

SYSTEM CORP.-მა მომხმარებლის დისტანციური ვერიფიკაციის სისტემა შექმნა 

იოცნებე! და კიდევ 3 სხვა მეთოდი პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად