in

ზაზა ფაჩულიამ „არქის“ წილი იყიდა

ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. დეველოპერულ კომპანიასთან, მას, მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს – ამ პერიოდში, რამდენიმე ერთობლივი მარკეტინგული კამპანია განახორციელეს.

BOG
BOG
Photo Credit: კომპანია „არქი“

„ზაზა ფაჩულიასა და „არქის“ თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, მან კომპანიის წილი იყიდა და, ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად, „არქის“ თანამფლობელი გახდა“.

ზაზა ფაჩულია ამბობს, რომ მისი და „არქის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

Photo Credit: SportAll.ge

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოვადგენდე ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიც „არქია“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სანდოობით, ხარისხითა და მომხმარებელზე ზრუნვით გამოირჩევა. „არქი“ დეველოპერული სექტორის ლიდერია, თუმცა მჯერა, რომ კომპანიის, ისევე როგორც ადამიანების შესაძლებლობებს, საზღვარი არ აქვს და  უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება. ჩვენი საერთო ხედვები და ღირებულებები, ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ მეტი ადამიანის გახარების საშუალებას მოგვცემს“.

Google-მა ჟესტების ენის ამომცნობი ალგორითმი შექმნა

ლონდონში მანქანები პირდაპირ ქუჩაში იყიდება