გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის რიგით მეორე გალფის საკალათბურთო მოედანი გაიხსნა, რომელიც კომპანია „გალფის“ და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიამ ოფიციალურ პირებთან და გალფის მენეჯმენტთან ერთად საზემო ვითარებაში გახსნა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტი გრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში მსგავსი ტიპის 20 საკალათბურთო კორტი გაიხსნება“ – აცხადებენ კომპანიაში.
დღეიდან გორის საკალათბურთო მოედანი უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურნირებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკალათბურთო კორტი რიგით მეორეა, რომელიც კომპანია გალფის ეგიდით გაიხსნა. გალფი შემდეგი საკალათბურთო მოედნის გახსნას ქალაქ სენაკში გეგმავს.
[R]