in

საყვარელი ზაზუნები ჰიპერ აგრესიულ მონსტრებად იქცნენ! — CRISPR-ის ექსპერიმენტი

წესით, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო…

მეცნიერების თქმით, გენში მცირე ჩარევამ პატარა საყვარელი ზაზუნები სასტიკ მონსტრებად გადააქცია. CRISPR-ის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სოციალური ქცევის მიღმა არსებული ბიოლოგია იმაზე ბევრად რთული შეიძლება იყოს, ვიდრე ამაზე ადრე ფიქრობდნენ…

M2
M2

გენის რედაქტირების რევოლუციური ტექნოლოგიის გამოყენებით, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ვაზოპრესინის რეცეპტორებთან შეხება, ანუ ჰორმონთან, რომელიც აგრესიასთან, კომუნიკაციასა და სოციალურ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, საყვარელი მღრღნელების ცუდ ინსტინქტებს აძლიერებდა.

ჩვენ მოველოდით, რომ ვაზოპრესინის აქტივობის აღმოფხვრა როგორც აგრესიას, ისე სოციალური კომუნიკაციის უნარს შეამცირებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, — ამბობს ელიოტ ალბერსი, ნეირომეცნიერების მკვლევარი. 

საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერებმა სპეციალურად სირიული ზაზუნები აირჩიეს, რადგან ისინი მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან.

სოციალური ქცევის შესასწავლად სირიული ზაზუნები კარგ მოდელს გვაძლევს, რაც თაგვებზე მეტად, ადამიანებისას ჰგავს, — განმარტავენ მკვლევრები.

მიღებულმა შედეგებმა კი მეცნიერები შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ნერვული რეცეპტორები და ქცევები უბრალოდ არ ჩაირთვება ან გამოირთვება და ეს პროცესი მეტად რთული შეიძლება იყოს.

თუ თქვენს გუნდში კადრების ნაკლებობაა, მართვისას ეს 3 სტრატეგია გამოგადგებათ

„აქ, „ბატონებში“, ყველაფერი ხელით, დიდი ყურადღებითა და ენთუზიაზმით იქმნება“