in

პირველი ქართული სერიალი ზაზუნებზე

მამა, რომელსაც უყვარს გაზეთების კითხვა და გემრიელად ჭამა, დედა, რომელსაც უყვარს კულინარია, მაგრამ ებრძვის „ქალი კუხნაში“-ს სტერეოტიპს, უფროსი ბიჭი, რომელსაც გვიანობამდე არ სძინავს და გოგო, რომელიც მუდმივ დიეტაზეა. ერთი შეხედვით, სტანდარტული ოჯახია, რომ არა ერთი ფაქტი – ისინი ზაზუნები არიან.

BOG
BOG

სერიალი „მსუნაგები“ საკვები პროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია „ფუდსერვისი“-ს ახალი პროდუქტია, რომელიც მისი ბრენდის “სუპრემოსთვის” შეიქმნა. სერიალი სატირულ-პაროდიული ჟანრისაა და მოგვითხრობს პატარა ქალაქ მსუნაგეთში მცხოვრებ მსუნაგ ზაზუნათა ოჯახის ცხოვრებაზე.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/supremogeorgia/videos/1204282669632330/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]

სერიალი ყოველკვირეულია და მასზე კრეატიული ციფრული სააგენტო „ლივინგსტონი“ მუშაობს. „ზაზუნები ერთი მხრივ, მსუნაგი, მეორე მხრივ კი, საყვარელი არსებები არიან, ამიტომაც შეირჩნენ ისინი პერსონაჟებად საკვები პროდუქტების ისეთი ბრენდისათვის, რომელიც მთელი ოჯახისათვის საყვარელია“ – განმარტავენ „ლივინგსტონში“

„აქამდე კამერასთან არასოდეს გვიმუშავია. უკვე ჰოლივუდში მოხვედრაზე ვოცნებობთ“ – აცხადებენ ზაზუნები.

ერთი გოგო, ერთი მანქანა, უსაზღვრო სიყვარული – TBC TV-ს ახალი ნამუშევარი

ულტრათანამედროვე უნიტაზი, რომელსაც ბენედიქტ კამბერბეტჩი უკეთებს რეკლამას