in

ZBook x2 – HP-ს მძლავრი ტაბლეტი, კომპიუტერის მონაცემებით

veon
veon

HP-მ ციფრულ არტისტებთან, დიზაინერებსა და ინჟინრებთან მუშაობის შედეგად, წარადგინა ახალი ZBook x2. კომპანიის მიზანი იყო, შეექმნა ტაბლეტი, რომელიც მხარდაჭერილი იქნებოდა არა მარტო ტაბლეტის ყველა კრეატიული შესაძლებლობითა თუ სტილუსით, არამედ იქნებოდა საკმარისად მძლავრი, როგორც პერსონალური კომპიუტერი. იმის გამო, რომ ZBook x2-ს შესაძლებლობა ექნება, ყველაფერი თავისით გააკეთოს, იქნება ეს გრაფიკა, ავტომატიზირებული პროექტირება თუ ვიდეო რეპროდუქცია, თქვენ აღარ დაგჭირდებათ დამატებითი შრომა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის გამოყენება კონკრეტული ოპერაციების შესასრულებლად.ZBook x2-ს აქვს პროცესორის პარამეტრები, მე-8 თაობის Kaby Lake-R ბირთვი i7-8650U, 32 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. ჩიპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი, ასევე, Nvidia Quadro M620 2 გიგაბაიტიანი ვიდეომეხსიერებით. Zbook-ს შეუძლია, შეინახოს PCIe SSD ბარათზე 2 ტერაბაიტი.HP-ს ახალ ტაბლეტს აქვს ეკრანის ორი პარამეტრი – 3840×2160, 14-ინჩიანი მულტითაჩი IPS ეკრანი, სინათლის რედუცირების შესაძლებლობით. HP-ს სტილუსი იყენებს Wacom-ის ტექნოლოგიას 4096 დონის მგრძობიარობით და აქვს tilt მხარდაჭერა, რომელიც არ საჭიროებს კალმის ბატარეას.

მას აქვს სმარტ-ბარათის მკითხველი კორპორატიული იდენტიფიკაციისთვის და SDXC ბარათის წამკითხველი. 720 პიქსელიანი წინა კამერა ინფრარედის მხარდაჭერით (ვინდოუსის სახის ამოცნობის შესაძლებლობისთვის) და უკანა, 8 მეგაპიქსელიანი კამერა. ZBook x2-ს აქვს Thunderbolt 3-ის ზედაპირი USB Type-C-ით (Type-C – 8,4 მმ 2,6 მმ-ზე. ეს ნიშნავს, რომ ის საკმარისად პატარაა, რათა ყველაზე პატარა გაჯეტებზეც კი იმუშაოს), ასევე, USB 3.1 თაობა Type-A, HDMI 1.4 და ყურსასმენების ჯეკი. ZBook x2 ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის დეკემბრიდან, რაც შეეხება ფასს, ის 1749 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

კუნძულ ბალის საოცრებებით შთაგონებული მუსიკა – Marriott-ის ორიგინალური ტურისტული კამპანია

შემზარავი ისტორია სამსახურის 9.5 სართულზე – Skittles-ის ვიდეორგოლი