თუ უახლოეს დღეებში მარკეტში, თაროებიდან ლუდის ბოთლმა შემოგძახათ, არ დაიბნეთ, უბრალოდ, გაიღიმეთ, რადგან ეს „ზედაზენის” ახალი კამპანიაა. წინ „ერთა ლიგის” მნიშვნელოვანი მატჩებია, საქართველოს ნაკრებს ყველანი ვგულშემატკივრობთ და მღელვარება იმატებს, ამიტომ ბრენდმა გადაწყვიტა, ამ ფორმით გაგვამხნევოს. მაღაზიებში დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით, ბოთლების სექციასთან მიახლოებისას, უცებ გაიგონებთ – „ქომაგობის დროა”, „წინ გამარჯვებისკენ” და ა.შ. ზედაზენში სჯერათ, რომ გამხნევების ეს სახალისო ფორმა გულშემატკივარს მოტივაციასაც გაუზრდის და არც არასოდეს დაავიწყდება, რომ ერთად ქომაგობას დიდი ძალა აქვს.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლიც, რომელიც სულ ახლახან გაეშვა და მოგვიწოდებს, რომ „ერთად ვუქომაგოთ საქართველოს”.
[R]











