in

ლიმონათი “ზედაზენი”-ს Copy Paste რეკლამა?

ლიმონათი ზედაზენი

წარმოგიდგენთ ლიმონათი ზედაზენის ახალ ვიდეო რეკლამას, მართალია ამ პოსტში მხოლოდ რეკლამის განხილვას ვაპირებდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მსგავსი ვიდეო უკვე არსებობს და თან სხვა ბრენდისათვის, ჩვენ გთავაზობთ ორივე ვიდეოს და თავად განსაჯეთ “მოპარულია” თუ არა რეკლამა

1) ლიმონათი ზედაზენი

2) Weetabix Chocolate

 

ჩვენ მივწერეთ კომპანიის პიარ მენეჯერს ხათუნა მიქაცაძეს, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი. მათი პასუხი მოწოდებისთანავე განთავსდება. მანამდე კი მაინც ვეცდებით განვიხილოთ ეს ვიდეო, რომელიც ასევე უცნობია რომელმა კომპანიამ დაამზადა, რეკლამის საერთო ხანგრძლივობა 55 წამია, ვიდეო ნამდვილად მაღალი ხარისხისაა და კარგადაა დამზადებული, თუმცა მხოლოდ 11 წამი ისიც “ბუნდოვნად” ჩანს ლიმონათი ზედაზენი, რაც რეალურად ბრენდისთვის ნაკლებად მომგებიანია,ფინანსურად პროდუქტის 11 წამიანი გამოჩენა, კომპანიას 55 წამის ფასად უჯდება.   მუსიკალური გაფორმება თითქმის იდენტურია და ლიმონათის შემთხვევაში ვფიქრობთ მსგავსი “ენერგიული” მუსიკა შორს დგას ლიმონათთან, ეს ლიმონათია, რომელიც “სახალისო” უფროა ვიდრე ენერგიული ან ჯანმრთელობისთვის აუცილებელი.

UPDATE: 12 დეკემბერი “ზედაზენის” პასუხი:

განვმარტავ, რომ ეს იყო მუსიკალური რგოლი, სადაც გამოჩნდა ჩვენი პროდუქცია ე.წ Product Placement – ის პრინციპით.
„ზედაზენის“ პროდუქცია ასევე ფიგურირებს “Fun Kids” – ის „ცივი ლიმონათის კლიპში.
ვიცით, რომ მომხმარებელი ელოდება, ჩვენგან ხარისხიან და კრეატიულ სარეკლამო რგოლს, რომელიც აუცილებლად იქნება მომვალში. ხათუნა მიქაცაძე

მატიანე

ქართული რეკლამა 1996 წელი

Kazbegi Vectel

პირველი ქართული ლუდი ყაზბეგისგან