in

„ზედაზენი” მსოფლიოში ცნობილი ლუდის ბრენდის, MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა!

ქართულ ლუდსახარშში „ზედაზენი” სიახლეებია – „ზედაზნის“ ლუდის პორტფელს ამერიკული პრემიუმ ბრენდი MILLER შეემატა. ის საქართველოში იწარმოება და ადგილობრივად გაიყიდება, თუმცა სწორედ ჩვენგან გავა აზერბაიჯანის, სომხეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ეს ბიზნეს გარიგება არის დასტური იმისა, რომ „ზედაზნის” საწარმო მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს და აქვს ყველა აღჭურვილობა, რომელიც ერგება პრემიუმ ხარისხის ბრენდის საწარმოებლად საჭირო მოთხოვნებს. 

მოგეხსენებათ, რომ ქართული ლუდის კომპანია, გამოირჩევა თავისი ნოვატორობით ლუდის ბაზარზე. პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეები ჩვენ შესაძლებლობად გარდავქმენით და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ქართული ლუდის ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა. თითქმის 3-წლიანი მოლაპარაკებების, დამატებითი ინვესტიციების, ექსპერიმენტალური ხარშვების, საწარმოს აუდიტებისა და კომპანიის მართვაში დასავლური სტანდარტების დანერგვით, დღეს უკვე ამაყად ვაცხადებთ, რომ ლუდსახარში „ზედაზენი“ არის ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის “Molson Coors”- ის პარტნორი და „MILLER”-ის ლიცენზიანტი ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.  ასე რომ, „ეს ჩვენი დროა, ეს მილერის დროა“,  – კახაბერ კოტრიკაძე „ ქართული ლუდის კომპანია ზედაზენის” დირექტორი.

MILLER ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის მსუბუქ გემოს არა მხოლოდ კარგი რეცეპტი, არამედ ხარშვის ტექნოლოგიაც განაპირობებს, ლუდი ოთხჯერად ფილტრაციას გადის. ამ ბრენდს სჯერა, რომ „ყველაფერი საუკეთესო იქმნება საუკეთესო ინგრედიენტებით”, ამიტომ MILLER -ის ყველა მწარმოებელი იყენებს საკუთარი წარმოების სვიას. ის სპეციალურად არის დამუშავებული ლუდისთვის ნაკლებად მწარე გემოს მისანიჭებლად. ოქროსფერ ბზინვარებას კი MILLER -ის ყველა ბოთლში სპეციალიზირებული ალაო ქმნის. 

[R]

BetterFly Media-ს ვიდეოსერიები სატელევიზიო რეიტინგების შესახებ გრძელდება!

Google-მა ინფორმაციული ცნობიერების კამპანია წამოიწყო