12
Apr
2019

 „როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“

12 Apr 2019



2019 წლის აპრილში 7 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა „ზედაზენი“ პირველად გამოვიდა ბაზარზე და ბრენდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ მომხმარებლებისთვის წარედგინათ განახლებული „ზედაზენი“ – ახალი შეფუთვითა და კამპანიით: „როცა ქართული ნიშნავს საუკეთესოს“.

„ზედაზენი“ საქართველოს გულშემატკივარია. ამ კამპანიით ჩვენ ვამბობთ: იმისათვის, რომ ერთმანეთს ვუგულშემატკივროთ, ერთმანეთი გავახაროთ და გავაბედნიეროთ, აუცილებელია რწმენა იმისა, რომ ქართული ნიშნავს საუკეთესოს! და ჩვენ სწორედ ამისი გვჯერა. შესაბამისად, როდესაც ვამბობთ, რომ „ზედაზენი“ საუკეთესოა, ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრენდია ჩვენთვის, – შალვა ჩოჩელი – მარკეტინგის სამსახურის უფროსი.

შეფუთვის განახლებულ დიზაინზე იანა პოლევანსკაიამ იმუშავა, ხოლო კამპანიაზე – „ფორმულა კრეატივმა“. მნიშვნელოვანია ის, რომ იანა პოლევანსკაია და „ფორმულა კრეატივის“ გუნდის წევრები ის ადამიანები არიან, რომლებმაც „ზედაზენის“ პირველი დიზაინი და სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნეს. ამის გათვალისწინებით კი, 7 წლის შემდეგ, ამავე ბრენდის შეფუთვაზე მუშაობა მათთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა იყო.

შალვა ჩოჩელი – მარკეტინგის სამსახურის უფროსი: გახსნის დღიდან ჩვენი მოწოდება არის, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ვაწარმოოთ. ისეთი, რომლითაც საქართველო იამაყებს. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, ქართული უნიკალური წყალი და მთელი კომპანიის ერთიანი სულისკვეთება ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენს პორტფელში 15 ზე მეტი ბრენდია, მათ შორის, რამდენიმე საერთაშორისო დონის – ბავარია, ჰოლსტენი, რაგნარი. ჩვენი კომპანიის მთავარი ბრენდი ზედაზენია. ის არის პირველი ბრენდი, რომლითაც შევედით ბაზარზე და მომხმარებლების ნდობა დავიმსახურეთ. ის ჩვენი კომპანიის სახეა.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ზედაზენის, არამედ მთლიანი ინდუსტრიის სახელით და პოპულარიზაციას ვუწევთ არა მარტო ქართული ლუდის სექტორს, არამედ მთლიანად ქართულ ნაწარმს.

ჩვენ ვზრუნავთ ლუდის ბაზრის იმიჯზე და ვცდილობთ, რომ ქართველ მომხმარებელს, რომელსაც მაღალი მოლოდინები აქვს ადგილობრივი ლუდსახარშებისგან, გავუმართლოთ ეს იმედები“.

კრედიტები

Brand team: შალვა ჩოჩელი, მიშა ქურდაძე
სააგენტო- Formula Creative
პროექტის მენეჯერი – ლევან ლომინაძე
რეჟისორი – გიორგი ლიფონავა
დამდგმელი ოპერატორი – გიგი სამსონაძე
რეჟისორის პირველი ასისტენტი – ია სპირინა
აღმასრულებელი პროდიუსერები – გიორგი ნაზარიშვილი, გიორგი ტყებუჩავა
დამდგმელი მხატვარი – შოთა იზორია
მხატვრის ასისტენტები- გიორგი ჩადუნელი,ბექა რევაზიშვილი და ალექსანდრე წივწივაძე
კოსტიუმების მხატვარი – თიკა შენგელია
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი – ანა ფაილოძე
კასტინგ მენეჯერი – ეკა მჟავანაძე
კასტინგ მენეჯერის ასისტენტი- თათო სოლომანაშვილი
სეტ-მენეჯერი – ნოდარ ნათელაშვილი
რეჯისორის ასისტენტი – მიკო შვილდაძე, მარიამ დავითაშვილი
ხმის ოპერატორი – საბა შონია
კლაპერი – გვანცა ხარებავა
კადრირება – ნინო რევია
მონტაჟი – თემურ მაისურაძე
ფერის კორექცია – ვასო დოიაშვილი
ხმის რეჟისორი – ნიკოლოზ ჩოხელი

განხილვა