in

„ზედაზენი“ საქართველოს ნაკრების ქომაგებს გერმანიაშიც ამხნევებს!

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ეროვნულ ზეიმად გვექცა და ყველანი ერთი მიზნის ირგვლივ გავერთიანდით. ამ საერთო სიხარულს „ზედაზენიც“ შეუერთდა, რომლის გულშემატკივრობაც უსაზღვროა როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით… კომპანიამ ქვეყნის საზღვრები გაარღვია და საქართველოს ქომაგებს გერმანიაშიც ამხნევებს.

უფრო კონკრეტულად, დღეს Stellingen-ში, სადაც საქართველოს ყველა ქომაგი იკრიბება, მოეწყო ზედაზენის სივრცე. აქ ქომაგებს საშუალება აქვთ, ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ ქართული ლუდით შეემზადონ და საქართველოს სახელი კიდევ უფრო ხმამაღლა გააჟღერონ.

რაც მთავარია, ბრენდმა ლუდი სრულიად უსასყიდლოდ გამოყო ქართველი გულშემატკივრებისთვის.

ასე ვთქვათ, ზედაზენმა მთაც და ბარიც ერთი მიზნისთვის, ჩვენი ბიჭების ქომაგობისთვის გააერთიანა. „უსაზღვროა გულშემატკივრების ძალა, წინ გამარჯვებაა, ერთად ვუქომაგოთ საქართველოს!“

[R]

აი, როგორ შევძელით „უხილავის“ დანახვა

რიტმის ალქიმიკოსი ჯოჯო მაიერი “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე” დაუკრავს