26
Sep
2018

„იყო და არა იყო რა, დედამიწაზე იყო ბევრი ხილი, თუმცა არ იყო ლიმონათი!“ – „ზედაზენის“ ზღაპრები

26 Sep 2018

როგორ გაჩნდა ლიმონათი დედამიწაზე? როგორია სიკეთის ჯადოსნური ძალა? და იქნებ, სამყარო ტელეფონების მიღმა, უფრო საინტერესოა? „იყო და არა იყო რა, დედამიწაზე იყო ბევრი ხილი, თუმცა არ იყო ლიმონათი, მაგრამ ნუ შეშინდებით, ეს ხომ ზღაპარია?! კეთილი დასასრული, ჯერ კიდევ, წინ არის“. „ლიმონათმა ზედაზენმა“ ბავშვებისთვის ახალი პროექტი, „ზედაზენის ზღაპრები დაიწყო.

 

პროექტი ემსახურება მეტი ქართულენოვანი მულტფილმის შექმნას, რომელშიც სიკეთეზე, მეგობრების გვერდში დგომაზე, მოხუცის დახმარებასა და სხვა ღირებულებებსა და მნიშვნელოვან საკითხებზეა აქცენტები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ საინტერესო თავგადასავალში ჩავრთოთ მომხმარებელი „ზედაზენის“ ლიმონათთან ერთად, მშობლებს შევთავაზოთ მისაღები კონტენტი მათი პატარებისთვის და რაც მთავარია, გავამართლოთ მათი იმედები, – ინო მიშელაძე, „ზედაზენის“ ბრენდ მენეჯერი. 

პროექტის კრეატიული შესრულება ეკუთვნის სარეკლამო სააგენტო „მარშალს“, რომელიც არის როგორც სცენარის ავტორი, ასევე ტექნიკური შემსრულებელი. 

ნინო მიშელაძე: „ზედაზენი“ ლიმონათის ზღაპრების კონცეფცია მთლიანად არის აგებული ლიმონათის ფერადი სამყაროს გმირებზე, რომლებიც  დედამიწაზე ზე-განწყობის შესაქმნელად ჩამოვიდნენ. ელიტარული ქალბატონი ნაღები, ცელქ ტარხუნასთან, გულად მსხალსა და მეგობრებთან ერთად დედამიწაზე მოხუც ბებიას მძიმე ტვირთის აწევაში ეხმარებიან, ბიჭუნას ამოცანის ამოხსნის სწორ გზას ანახებენ, დაეხმარებიან გოგონას სიმორცხვის დაძლევაში და ასე შემდეგ“.

ამ ყველაფერს ემატება ბაბილინას  ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ხმა, რომელიც ერთიორად სასიამოვნოს ხდის მულტფილმის ყურების პროცესს ყველა თაობისთვის. ჯერჯერობით, გამოსულია მხოლოდ 4 სერია და ყოველთვიურად, ემატება თითო. პირველი სეზონი დასრულდება 6 სერიით. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ჩართულობა და ინტერესი დიდია, ვფიქრობთ მეორე ნაწილის გამოშვებასაც, – ნინო მიშელაძე.

კრედიტები:
პროექტი: „ზედაზენი“ ლიმონათის ზღაპრები
კლიენტი: ლიმონათი ზედაზენი
სააგენტო: „მარშალი“
კრეატიული დირექტორი: თეონა ლატალი
ქოფირაითერები: ლიკა კეშელავა, თინა ჯელია
ექაუნთ მენეჯერი: ნატა დეკანოსიძე
პროდიუსერი: დაჩი გველუკაშვილი
მხატვარ-ილუსტრატორი: ნუნუკა ლატარია
გრაფიკული დიზაინერი: ჯიმ მესხი
CGI & Motion: კონტსტანტინე ბახტაძე
ნარატორი: ნატო სულხანიშვილი
ხმის რეჟისორი: მიშა ხუციშვილი

განხილვა