სატელეფონო კომპანია BT Mobile–მა, საახალწლოდ, მომხმარებელს სიურპრიზი მოუმზადა. ესაა საოჯახო სიმ ბარათი, რომელიც ძალიან ეკონომიური და მოსახერხებელია. სიახლის რეკლამირებისთვის ბრენდმა ვიდეორგოლიც შექმნა, სადაც Marvel–ის ფილმის “შურისმაძიებლების” მსახიობი ჯერემი რენერი მონაწილეობს. ჯერემი, უფრო კლინტ ბარტონად ცნობილი, ფილმში მშვილდით მებრძოლის როლს ასრულებს და ფაქტია, რომ მსახიობს სამყაროს გადარჩენის ინსტინქტი გადაღებების მიღმაც გამოყვა. მან საკმაოდ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ოჯახის წევრების გადარჩენის დავალება და სულაც არ მიუქცევია ყურადღება ისეთი უმნიშვნელო დეტალისთვის, როგორიც დავალების გაგრძელებაა კონკრეტულად კი ოჯახის წევრების ზედმეტი ხარჯებისგან გადარჩენაა.
https://vimeo.com/197343967