in

სინათლე როგორც შთაგონების წყარო – Zeekr საქართველოს კოლაბორაცია NS Product-თან

დახვეწილი დიზაინისადმი სწრაფვა –  ეს იყო მთავარი გადაკვეთის წერტილი, რომელმაც პრემიუმ საავტომობილო ბრენდი Zeekr-ი NS Product-თან დააკავშირა და საინტერესო კოლაბორაციას დაუდო სათავე. ერთობლივად შექმნილი პროდუქტი, ოთახის სანათია, რომელიც  Zeekr-ის ლოგოს კონცეფციას იმეორებს – სინათლე როგორც შთაგონების წყარო, რომელიც აწმყოსა და მომავალს, რეალობას და ოცნებებს აკავშირებს. სანათის გამჭვირვალე, სტაფილოსფერი და წითელი ორგმინები, მის ნათებას უცვლის ფერს და სწორედ Zeekr-ის ინტერიერის და ექსტერიერის შთაგონებით შეირჩა. მნიშვნელოვანია მისი მუშაობის პრინციპიც, რომელიც ბრენდის მდგრადობის კონცეფციას უკავშირდება – სანათი ელემენტზე მუშაობს და მისი დამუხტვა Zeekr-ის ელექტრომობილების მსგავსად შეიძლება.

NS Product-ი უკვე მესამე წელია ქართულ ბაზარზე ინტერიერის განსხვავებულ ელემენტებს ქმნის. Zeekr-ის ბრენდი კი თანამედროვე დიზაინის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის გამოყენებით, ელექტრომობილების ახლებურ აღქმას ამკვიდრებს. მათი კოლაბორაციის პირველი შედეგიც, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და ბრენდების ფილოსოფიას იზიარებს.

ეკა კევლიშვილი, Zeekr საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენი ხედვით Zeekrის მომხმარებელი არის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს  არქიტექტურა, დიზაინი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა.  ეს ზუსტად ის სფეროებია, რომლებთან თანამშრომლობაც Zeekrის ესთეტიკას კარგად ერგება. ჩვენი მიზანი იყო, კოლაბორაციის შედეგად მომხმარებლამდე მიგვეტანა მდგრადი პროდუქტი, რომელიც უშუალო კავშირში არ იქნებოდა ავტომობილთან, მაგრამ იქნებოდა ადგილობრივად შექმნილი პროდუქტი და გაიზიარებდა Zeekrის ღირებულებებსა და ფილოსოფიას. როდესაც NS Productს დავუკავშირდით, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას. ასე შეიქმნა პირველი ერთობლივი ნამუშევარი – Zeekr-ის ლოგოს ფორმის სანათები, რომლებიც საჩუქრებად გადაეცათ ჩვენს მომხმარებლებს, პარტნიორებსა და მეგობრებს. ეს სანათი ჰარმონიულად და დინამიკურად იმეორებს  Zeekrის ფორმასა და ფერებს. დიზაინსა და ფუნქციებში გადატანილი ბრენდის ხასიათი ზედმიწევნით კარგად არის გადმოცემული.

არქიტექტურა და დიზაინი NS-სთვის საქმიანობის  უშუალო სფეროებია, ჩვენთვის კი საინტერესოა თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამ კომპანიაში ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ღირებულებებს, რაზეც Zeekr-ია აშენებული.“

Zeekr-ი, რომელიც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური,  სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდია, თავის კონცეფციაში ეკოლოგიურობის, სისწრაფისა და მომავალზე ორიენტირებულობის ხაზგასმას მოიაზრებს. მისი მიზანი ადამიანის, ბუნებისა და ტექნოლოგიის ჰარმონიული თანაარსებობის ჩვენებაა.

ამ ფილოსოფიას ეყრდნობა Zeekr-ისა და NS-ის თანამშრომლობაც. კოლაბორაციის შედეგად სანათის შექმნას პროდუქტის ფოტო და ვიდეოგადაღება მოჰყვა, რომელმაც შთამბეჭდავად ასახა თანამშრომლობის შედეგი.

 ნინი ჭანტურია, NS Product-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი: „Zeekr-ის სისწრაფე, მდგრადობაზე ორიენტირებულობა, თანამედროვეობა აჩენს შეგრძნებას, რომ ეს მომავლის მანქანაა. შესაბამისად,  ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებშიც გვსურდა, ეს ემოცია და შეგრძნება მაქსიმალურად ზუსტად გადაგვეცა Zeekr-ისა და NS-ის მომხმარებლისთვის. ვფიქრობ, NS-ისა და  Zeekr-ის მიდგომა ძალიან ჰგავს ერთმანეთს როგორც მომხმარებლის, ისე პროდუქტისა თუ სამუშაო პროცესის მიმართ. ორივე ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, დეტალები და სრულყოფილება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ვიზუალის საუკეთესო სინთეზი. Zeekr-თან თანამშრომლობა საავტომობილო კომპანიასთან კოლაბორაციის პირველი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ახალი და არცთუ მარტივი ამოცანა დავისახეთ, თუმცა, ვფიქრობ, შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. შევქმენით სანათი, რომელიც  Zeekr-ის ხასიათსა და მსოფლმხედველობას სრულყოფილად იმეორებს ინტერიერის სივრცეში“.

NS Product-ის შემოქმედებითობით და შთაგონებით, ინტერიერის თითოეული ელემენტი აღემატება მხოლოდ ფუნქციას, ის ხდება ვიზუალური გამოცდილების ნაწილი, რომელიც ჰარმონიულად ავსებს სივრცეს და ქმნის ახალ იდენტობას.

Zeekr საქართველოსა და NS Product-ის პირველი ერთობლივი პროდუქტი თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია. ორივე ბრენდისთვის ეს კოლაბორაცია იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ სამომავლოდ კიდევ არაერთ პროექტზე აპირებენ მუშაობას და ამ მიმართულებით შთამბეჭდავი გეგმები აქვთ.


თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია “Zeekr საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

[პარტნიორის კონტენტი]

Lenovo-მ მზის ენერგიაზე მომუშავე ლეპტოპის კონცეფცია წარადგინა

ნუკა ბარბარე ჩოხელი — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან