in

ZEG ამბის თხრობის ფესტივალის პირველი საერთაშორისო ღონისძიება ამსტერდამში

29 აგვისტოს, ამსტერდამის წამყვან კულტურულ ცენტრ De Balie-ში გაიმართა ZEG Storytelling Festival-ის პირველი საერთაშორისო ღონისძიება. ZEG Amsterdam-ზე ჟურნალისტებმა, არტისტებმა, ტექნოლოგებმა, მკვლევრებმა და აქტივისტებმა ერთად იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები მსოფლიოში ძალაუფლების თამაშის წესებს და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის – საზოგადოებისთვის.

ღონისძიებაზე ვისაუბრეთ თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციებზე, მის გმირებსა თუ წინააღმდეგობის მოძრაობაზე. ასევე, განვიხილეთ, თუ როგორ უმკლავდება მსოფლიო ციფრულ ავტორიტარიზმს და იმ ლიდერებს, რომლებიც მოქალაქეებს კამერებითა თუ ალგორითმებით აკონტროლებენ.

Photo: Jan Boeve / De Balie

ღონისძიების მომხსენებლებს შორის იყვნენ: კრისტოფერ უაილი – სოციალური მკვლევარი და მონაცემთა მეცნიერი; ჯული პოსეტი – ჟურნალისტიკის პროფესორი City, University of London-ში და ICFJ-ის გლობალური კვლევების დირექტორი; ნატალია ანელავა – Coda Story-ის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ასევე ZEG Festival-ის თანადამფუძნებელი, მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი და აქტივისტი ლუკა ვინიაშვილი.

Photo: Jan Boeve / De Balie

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საუბარი გლობალური ტექნოლოგიური ინოვაციებისა თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ქართულ სუფრაზე გაგრძელდა, რომელსაც ცნობილმა ქართველმა შეფმზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ უმასპინძლა.

Photo: Jan Boeve / De Balie

De Balie წამყვანი კულტურული ცენტრია ამსტერდამში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია, როგორც სივრცე, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთად განიხილავენ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს და მართავენ დებატებს ხელოვნებისა თუ გლობალური პოლიტიკის შესახებ.

მეტი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: https://shorturl.at/kAr78

სიახლეებისთვის გამოიწერეთ ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up

მოგვძებნეთ სოციალურ ქსელებში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok

 

[პარტნიორის კონტენტი]

სასტუმრო „ტელეგრაფი” ახალი ობიექტების გახსნასთან ერთად რიგით მეორე დასაქმების ფორუმს აცხადებს

DEF-AI 2025: საქართველო ციფრული ფინანსებისა და AI ინოვაციების ყურადღების ცენტრში