in

ZEG — ამბის თხრობის პირველ საერთაშორისო ფესტივალს 8-10 ივნისს თბილისი უმასპინძლებს

ZEG Tbilisi Storytelling Festival ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები — ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს 40-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი — სატირიკოსი და არაერთი ცნობილი ფილმის  რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის The Death of Stalin); მარია რესა — ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; ადამ ნოიჰაუსი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანია ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის  30for30-ის კრეატიული დირექტორი; ფედონ პაპამიქაელი — ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის Ford V Ferrari, Indiana Jones); სევგილ მუსაიევა — Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი; ოლივია არტური Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი; კლაუდია მილნი — CBS News-ის ვიცე-პრეზიდენტი; ჯო საბია Vogue’s 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი; სარა ნატოჩენიPokémon-ის ხმა და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

ბილეთები იხილეთ ბმულზე.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, თიბისი კონცეპტი, Visa, European Press Prize, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, Windfor’s, IPI, აჭარა ჯგუფი, Enkeny Films, ჟუჟუნა ღვინო.

[R]

საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით, Wine Expo 2023 გაიმართა