in

აი, ასეთი განცდაა, როცა სამყაროს მკაფიოდ ხედავ… – Zeiss-ის რეკლამა

სამყაროს, ჩვენ გარშემო, ინსტინქტურად აღვიქვამთ, მათ შორის, ვიზუალით, სმენით, ყნოსვით თუ შეხებით. მათ შორის მნიშვნელოვანია ფორმები და ფერების სიხასხასე, რაც ხმასთან, სურნელთან, ზედაპირის სტრუქტურასთან ერთიანდება და ქმნის იმ, რასაც ჩვენ ესთეტიკას ვუწოდებთ. თვალს ვაყოლებთ კონტურებს და დროდადრო, ჟრუანტელს გვგვრის ეს კომბინაცია. ხშირად, ვერც ვაკვირდებით, რომ არა მკაფიო ხედვა, გაგვიჭირდებოდა გარემოს სათანადოდ აღქმა. სწორედ ამაზეა Zeiss-ის რეკლამა, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის სხვა თვალით დანახვაზე გვესაუბრება. კამპანიაზე სააგენტო Dentsu-მ იმუშავა.

 

TikTok-ის პოპულარობა კვლავ იზრდება – ის ნაწილობრივ YouTube-საც ანაცვლებს

სამწუხაროდ, ეს ყველას არ გაუხარდება… – Setanta-ს რეკლამა