„ოქსიმორონი“ ბერძნული სიტყვაა და გონებამახვილურ სისულელეს, ერთმანეთთან შეუთავსებელი სიტყვების ერთობას აღნიშნავს.
“_მაგას ვინ დაიჯერებს ?
_ კომენტარებში აგრესია წამოვა
_ სხვა მახასიათებლებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი ?

ასეთი იყო ჩვენი კრეატიული გუნდის პირველი რეაქციები, როცა კამპანიაზე „დავიბრიფეთ“ და გავაცნობიერეთ, რომ „ჯანსაღი სნექი“ კომუნიკაციის მთავარი სათქმელი უნდა ყოფილიყო“, – გვიყვება ციფრული კრეატიული სააგენტო „მავერიკის“ უფროსი ქოფირაითერი ნიკა გარსენიშვილი.
პროდუქტის შემადგენლობა რომ შეისწავლეს, დარწმუნდნენ, წარმოებაში მაქსიმალურად ხარისხიანი ნედლეულია გამოყენებული, სიტყვა „ჯანსაღიც“ რაღაცნაირად მიიღეს (რამდენადაც ეს „სნექის“ შემთხვევაშია შესაძლებელი).
„მავერიკში“ თვლიან, რომ ბრენდსაც სჭირდება მცირედი თვითირონია, საკუთარ თავზე „გაღიმების“ ნიჭი. შესაბამისად, თუ big idea-ზე ფიქრის დასაწყისში სიტყვათშეთანხმება „ჯანსაღი სნექი“ მათთვის მთავარი დაბრკოლება იყო, ბოლოს ის გამოსავლად აქციეს – გადაწყვიტეს, მთელი კამპანია სწორედ ამ ლოგიკაზე აეწყოთ – ოქსიმორონების დახმარებით, გადმოეცათ ის ყველაფერი, რისი თქმაც სურდათ.


ასე გაჩნდა მცირე, shortcut „ინსაითები“, რომელიც „ზელატოსის“ შექმნის, მახასიათებლებისა და მომხმარებლის შესახებ პატარა ამბავს გვიყვება.
shortcut ინსაითების სია:
პროდუქტის შესახებ
- ქართული და ხარისხიანი (რატომღაც საზოგადოების მხრიდან ეს ორი სიტყვა ჯერ კიდევ ოქსიმორონად აღიქმება)
- საშინლად გემრიელი
- მაღალი ხარისხი & დაბალი ფასები (საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი უტოპია)
- პაწია,მაგრამ უსასრულო
მომხმარებლის შესახებ
- „თითიტლეკია“ ესთეტები (ვაღიაროთ,როგორი დახვეწილი შინაგანი სამყაროც არ უნდა გქონდეთ, მაინც, ცოტა უხერხულად საჭმელია)
- „ვორქაჰოლიკი“ ზარმაცები (Gen Z-ის გარკვეული სეგმენტისთვის დამახასიათებელი ამბავია – „they work the hardest, but only when they want to“)
„საბოლოო ჯამში, საინტერესო პროექტი გამოვიდა, ზომიერად პროვოკაციული, სახალისო ცინიზმითა და რაც მთავარია, შინაარსიანი ე.წ. trash-ით, რომელიც ბოლო პერიოდში, საკომუნიკაციო სამყაროში ძალიან პოპულარული გახდა“.
note * : იმ შემთხვევაში, თუ საახალწლო ორომტრიალში მაინც გამოგრჩათ, კამპანიის მთავარი გზავნილი, – „ერთადერთი არჩევანი“, იცოდეთ, რომ ესეც ოქსიმორონია.
Credits :
Client: ზელატოს • Zellatos
Agency: Maverik
Creative Direction: Giorgi Mdivani, Nika Garsenishvili
Copywriter: Nika Garsenishvili
Motion Ninja: Giga Tsereteli
Account Manager: Meko Iashvili
Production / Post Production: Admire
Director: George Papelishvili
[პარტნიორის კონტენტი]












